გალტ & თაგარტის 17–21 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი როგორც კვირის, ისე თვის ჭრილში გაზრდილია, გარდა საქართველოს კაპიტალისა, რომლის აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით -0.53%-ით შემცირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ზრდა 13 პროცენტს აჭარბებს.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 56.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.07% წინა კვირასთან შედარებით და +6.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 337 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 54.60 - 57.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.80% წინა კვირასთან შედარებით და +7.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.6 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.05 - 45.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 176 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.53% წინა კვირასთან შედარებით და +13.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.04 - 15.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 95 ათასი აქცია შეადგინა.