გალტ & თაგარტის 14–18 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები პლუსშია. თუმცა, წინა თვესთან შედარებით კომპანიების კაპიტალიზაცია დაბალია. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.76% წინა კვირასთან შედარებით და -6.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 92 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 52.45 - 55.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.90% წინა კვირასთან შედარებით და -4.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.50 - 43.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 97 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.10% წინა კვირასთან შედარებით და - 10.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.26 - 13.98 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.