საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „ამბასადორი ჯგუფმა“  სასტუმროს ახალი ფლიგელი და განახლებული რესტორანი მოზაიკო გახსნა.

ამბასადორი ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული კომპანიაა, რომელიც 2004 წელს დაარსდა. ის აერთიანებს სასტუმროებს „ამბასადორი კაჭრეთი“, „ამბასადორი თბილისი“, „ამბასადორი გოდერძი“, „ამბასადორი აკადემია“, ხელოვნური კუნძულის პროექტს “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, მეღვინეობა “ქებურიას”, რესტორანს „ამბასადორი“ ბათუმში და ახლა უკვე განახლებულ რესტორნებს - „მოზაიკო“ და “მოზაიკო ტერასა”.

„2023 წლის მარტში, სასტუმრო ამბასადორში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმროს ნომრების ნაწილი და რესტორანი “მოზაიკო” 1,5 წლიანი დაუღალავი შრომის და ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე სრულიად არის აღდგენილი. განახლებული „მოზაიკო“ უკვე სხვა კონცეფციის სივრცეა, რომელიც აზიურ რესტორანსა და ტერასას აერთიანებს. განახლებული ინტერიერის “მოზაიკოში” მთავარი იდეა სტუმრებისთვის უზადო გასტრონომიული გამოცდილების მინიჭებაა. სტუმრებს რესტორანში აზიური კერძები დახვდებათ, ხოლო ტერასაზე განსხვავებული მენიუ, ფერადი ბარი და ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისზე. შესაბამისად, “მოზაიკო” იქცა ადგილად, სადაც ადამიანები ყველა სფეროდან იკრიბებიან არა მხოლოდ განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებისთვის, არამედ განტვირთვისთვის და ჰარმონიულობის განსაცდელად. თითოეული სტუმარი თუ თანამშრომელი, დიდი მოზაიკის შემადგენელი უნიკალური ნაწილია. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია და აქამდე არაერთი ინიციატივა განგვიხორციელებია ერთობლივად. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო და ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ამბასადორის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა ცხვიტავამ.

„საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ამბასადორი ჯგუფთან“ 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საერთო პროექტი განგვიხორციელებია. აღსანიშნავია ბოლოდროინდელი „ამბასადორი აკადემია“ და “ამბასადორი კაჭრეთის” ახალი შენობის მშენებლობა. ამჯერად კი, „ამბასადორი თბილისში” ახლახან გახსნილი სასტუმროს ფლიგელი და განახლებული რესტორანი „მოზაიკო“. როგორც ყველასთვის ცნობილია, სასტუმროს ნაწილი და რესტორანი 2023 წელს ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა ამიტომაც, ეს ორი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. სასიხარულოა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ბიზნესები არ ჩერდებიან და მუდმივად ცდილობენ როგორც ქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის ახალი ტურისტული პროექტების განხორციელებას რაც, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვას და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ.