მიმდინარე წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (ზარალი) 234.9 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა გასული წლის იანვართან შედარებით 119%-ია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების მონაცემებშია ნათქვამი.

კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარში მათი საპროცენტო შემოსავალი 667.2 მილიონილარია, რაც წლიურ ჭრილში 24%-იან ზრდას აჩვენებს.

იანვარში კომერციული ბანკების საპროცენტო ხარჯებმა -319.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა არასაპროცენტო შემოსავლებმა (ხარჯები) -47.0 მილიონი ლარი.

იანვარში ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით -23.5 მილიონი ლარი იყო, მოგება (ზარალი ) მოსალოდნელი ზარალების და გაუფასურების შემდეგ კი -0.3 მილიონი ლარი.