საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ყველაზე დიდი ოდენობით გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • რუსეთის ფედერაცია - 159.6, ზრდა წინა წელთან - 19.99%;
  • იტალია - 40.9, ზრდა წინა წელთან - 22.4%;
  • აშშ - 34.2, ზრდა წინა წელთან - 36.7%;
  • საბერძნეთი - 20.4, ზრდა წინა წელთან - 9.4%;
  • ყაზახეთი - 19.7, კლება წინა წელთან - 1.51%.

 

სულ, 2023 წლის 4 თვეში საქართველოში 1.6 მლრდ აშშ დოლარზე მეტის ფულადი გზავნილები შემოვიდა.

წელსაც ყველაზე დიდი მოცულობით, 838.1 მლნ აშშ დოლარის გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა, შემდეგ მოდიან იტალია 162.8 მლნ აშშ დოლარით და აშშ 129.2 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება გადარიცხვებს, ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აპრილის (25.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით მეტია.