„თბილისი ენერჯი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. კომპანიის ცნობით, შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

„დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯიში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2023 წლის 30 მარტი, 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია