LUKOIL-ის საერთაშორისო ოპერაციების მთავარ პრეტენდენტად საუდის არაბეთის Midad Energy ითვლება, რომლის ღირებულება დაახლოებით 22 მილიარდ დოლარს შეადგენს და მოიცავს ნავთობის საბადოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და მსოფლიოს მასშტაბით ბენზინგასამართი სადგურების ქსელს.

Reuters-ი იუწყება, რომ კომპანია მზადაა შესთავაზოს მხოლოდ ნაღდი ფულით გარიგება, რომლის თანხებიც სანქციების მოხსნამდე ესქრო (ესქრო მომსახურება ამარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს სამმხრივი ხელშეკრუელბის გაფორმების გზით, მყიდველს, გამყიდველსა და ბანკს შორის, რომელშიც განხილულია პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი) ანგარიშებზე იქნება განთავსებული.

ExxonMobil-ი, Chevron-ი და Carlyle-ის ფონდი ასევე გამოხატავენ ინტერესს აქტივების მიმართ. გაყიდვა დაკავშირებულია აშშ-ის მიერ LUKOIL-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებასთან.