2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 84.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 0.97 ტვტ.სთ ელექტროენერგია, ხოლო 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 103.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1.5 ტვტ.სთ. შემოსავლების ზრდის ძირითადი ფაქტორები თურქეთში არსებული მაღალი ფასები და შიდა გაზრდილი გამომუშავებაა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში წერია.

„2015-დან 2022 წლის ჩათვლით ენერგოსისტემას ჯამურად დაახლოებით 1031 მგვტ სიმძლავრე დაემატა, მათ შორის ორი თბოსადგური და ერთი ქარის სადგური.

2022 წელს, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში წინა წელთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. გამომუშავების ზრდა დაფიქსირდა როგორც ჰიდროსადგურების, ასევე, თბოსადგურების და ქარის სადგურის მიერ. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში გენერაციამ 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (+2% წ/წ), მეტწილად თბოგენერაციის ხარჯზე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.