2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ის რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოქტომბერში, ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები (1,635 ტრილიონი რუბლი), წინა წლის ოქტომბერთან (1,282 ტრილიონი რუბლი) შედარებით 27,5%-ით, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერთან (739,9 მილიარდი რუბლი) შედარებით - 2,2-ჯერ გაიზარდა.

ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ხაზინის შემოსავლების ერთ მესამედს შეადგენს.