2024 წლის იანვრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,62 ათასი ტონა, რაც 0,02 ათასი ტონით ანუ 1,25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,60 ათასი ტონა) შედარებით.

ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იანვრში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბელარუსი - 0,21 ათასი ტონა (13%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,3%),  ირანი - 0,14 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.