ევროკავშირის ქვეყნებში თხევადი გაზის იმპორტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 40%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ჯგუფის, Global Witness-ის ანგარიშშია აღნიშნული.

„2023 წლის იანვრიდან ივლისამდე ევროკავშირის ქვეყნებმა 22 მილიონი კუბური მეტრი თხევადი გაზი შეიძინეს, მაშინ, როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა- რაც 40%-იანი ზრდაა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებმა, 2023 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, ბაზარზე რუსული თხევადი გაზის ნახევარი იყიდეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი და ბელგია, რომლებიც ბლოკისთვის თხევადი გაზის მიწოდების მთავარი კარიბჭეები არიან, რუსული გაზის ნომერ მეორე და მესამე უმსხვილესი შემსყიდველები არიან მსოფლიოში, ჩინეთის შემდეგ.

„ახლა, ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობენ რუსეთის მარაგის დიდ ნაწილს, რაც მხარს უჭერს კრემლის შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, - განაცხადა Global Witness-ის წარმომადგენელმა, ჯონათან ნორონჰა-განტმა, რომელმაც ანალიზი ჩაატარა.

მისი თქმით, რუსული გაზის ყიდვას იგივე გავლენა აქვს, რაც რუსული ნავთობის ყიდვას.

„რუსული გაზის ყიდვას იგივე გავლენა აქვს, რაც რუსული ნავთობის ყიდვას. ორივე აფინანსებს უკრაინის ომს და ყოველი ევრო ნიშნავს მეტ სისხლისღვრას. მაშინ, როცა ევროპული ქვეყნები გმობენ ომს, ისინი ფულს პუტინის ჯიბეებში დებენ. ამ ქვეყნებმა თავიანთი ქმედებები უნდა შეათანხმონ თავიანთ სიტყვებთან და აკრძალონ ვაჭრობა რუსული თხევადი გაზით, რომელიც რომელიც აძლიერებს როგორც ომს, ასევე კლიმატის კრიზისს“, - აღნიშნა ჯონათან ნორონჰა-განტმა.