Enka-ს შვილობილმა კომპანიამ გერმანიაში 1 მილიარდ ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. კომპანია გერმანიაში ტერმინალს ააშენებს.

როგორც გამოცემა ABC.AZ წერს, კონტრაქტის თანახმად, Enka-ს შვილობილი კომპანია Entrade GmbH, Técnicas Reunidas-თან და FCC-თან ერთად LNG-ის რეგაზიფიკაციის ტერმინალს ააშენებს.

1 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტში Entrade-ის წილი 25% იქნება.

5-თვიანი ფაზის შემდეგ, რომელშიც ჩატარდება წინასწარი მოსამზადებელი და საინჟინრო სამუშაოები, დაგეგმილია ძირითადი სამუშაოების გაგრძელება დამსაქმებლის მიერ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებით.

ეკა უკლება