საშუალო ფენის ჩამოყალიბების აქტიურ ფაზაში შევდივართ, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდით საშუალო ფენას განვითარებისათვის მეტი რესურსი ექმნება.

„ტენდენციას მათემატიკურადაც, რომ დავაკვირდეთ ვხედავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება. ეს ნიშნავს რომ ადამიანებს, რომელსაც აქვს იდეა, რომ აწარმოოს პროდუქცია, მომსახურება მათ შესაძლებლობა აქვთ და ახორციელებენ ბიზნეს საქმიანობას და მათი წილი იზრდება. ეს ნიშნავს, რომ საშუალო ფენის ჩამოყალიბების აქტიურ ფაზაში შევდივართ. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი საშუალო ფენა და მაღალი ეკონომიკური ზრდით ამ საშუალო ფენას ექმნება მეტი რესურსი მეტი განვითარებისათვის. რაც შეეხება დარგებს, რომელიც ძალიან პერსპექტიულია: ენერგო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ტურიზმი, მშენებლობა, გართობის სექტორი და სხვა.

ის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გაქვს აღმოსავლეთთან და დასავლეთთან და ის პროექტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო, ვგულისხმობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ბუნებრივია ერთი ორად გაზრდის საქართველოს პოტენციალს და დაინტერესებას, რომ საქართველოში ძლიერი წარმოება განვითარდეს.

შრომის პროდუქტიულობა ძალიან გაზრდილია, იგივე მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ერთიანი მატებით საქართველო მსოფლიო ხუთეულში მოხვდა. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, დასაქმების მატება უმუშევრობის შემცირება. ყველანაირი პერსპექტივაა იმისათვის, რომ უფრო მეტი განვითარების ტემპი გვქონდეს მომდევნო წლებში“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.