2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23.6 ათასი ტონა ვაშლი, 17.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 30%-ით (5.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 53%-ით (6.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.74 $-ია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2025/2026 მარკეტინგული წლის მიხედვით ვაშლის ექსპორტი ხასიათდება როგორც რაოდენობის, ისე ფასის ზრდით. ექსპორტის ზრდის გამომწვევი მიზეზი მოსავლის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უკავშირდება.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (22 197 ტონა). ასევე, 1 037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა ბელარუსში, 127 ტონა სომხეთში და 65 ტონა სხვა ქვეყნებში.