„ხორცის წარმოების მთავარი გამოწვევა დღეს ადგილობრივი პირუტყვის რაოდენობის შემცირებაა", - ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანისა და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა პირუტყვის ფერმების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

„ხორცის წარმოების მთავარი გამოწვევა დღეს ადგილობრივი პირუტყვის რაოდენობის შემცირებაა. მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ფერმერს წარმოების გაზრდისა და პროდუქციის სტაბილური რეალიზაციის მოტივაციას მისცემს. სახელმწიფოსა და სექტორის ერთობლივი ჩართულობით შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების ზრდა, სოფლის გაძლიერება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება“, - აღნიშნა ფერმერმა ბექა გონაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მეხორცული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერაა.