ხშირად მოულოდნელი ხარჯები ზუსტად მაშინ იჩენს თავს, როცა ამისთვის მზად ყველაზე ნაკლებად ვართ. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია, გვერდით გვეგულებოდეს მეგობარი, რომლის იმედიც ყოველთვის გვექნება. სწორედ ამიტომ, კრედო ბანკმა საკრედიტო ბარათი განაახლა, მას ახალი სახელი - Full Card - დაარქვა და კიდევ უფრო მოქნილი კონცეფცია შესძინა, რათა ის თქვენი ყოველდღიურობის საიმედო მეგზური გახდეს.

ეს ცვლილება მხოლოდ სახელის შეცვლას არ გულისხმობს - ის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, გაუმჯობესებული ფინანსური გამოცდილებაა, რომელიც ყოველდღიური მიზნების მიღწევაშიც დაგეხმარებათ.

თანხა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ

Full Card-ის ერთ-ერთი მთავარი პლუსი 10 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტია. ეს არის რესურსი, რომელსაც ბარათის მფლობელი სურვილისამებრ, ნებისმიერი ხარჯის დასაფარად განკარგავს. მათ შორის:

  • ყოველდღიური წვრილმანი ხარჯები;
  • შოპინგი და სასურველი ნივთები;
  • ტექნიკის განახლება;
  • კომუნალური თუ სხვა აუცილებელი გადასახადები;
  • მოულოდნელი ხარჯები, რომლებიც თვის ბიუჯეტში გაწერილი არ იყო.

რაც მთავარია, იმისათვის, რომ ფინანსების მართვა კიდევ უფრო კომფორტული იყოს, Full Card-ს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს. ეს ნიშნავს, რომ თუ ათვისებულ თანხას 55 დღემდე ვადაში დააბრუნებთ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0% იქნება - ანუ, დამატებითი გადასახადი საერთოდ არ მოგიწევს.

ეს გამორჩეული შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი ბიუჯეტის გონივრულად და მშვიდად გადანაწილება სურს.

Full Card მზად არის, თქვენი ყოველდღიური ფინანსური მეგობარი გახდეს. ბარათის პირობების უფრო დეტალურად გასაცნობად ან შესაკვეთად კი კრედო ბანკის უახლოეს ფილიალს ან ვებგვერდს უნდა ეწვიოთ.