დეველოპერული პროექტის წარმატებას დიდწილად სწორად შერჩეული მძიმე ტექნიკა განსაზღვრავს. სამშენებლო კომპანიები მუდმივად ეძებენ საიმედო და, ამავდროულად, ხელმისაწვდომ აღჭურვილობას. ჩინური კომპანია BQ (Shenyang Baoquan) ბაზარზე ზუსტად ამ მოთხოვნას პასუხობს. ბრენდი სამშენებლო სექტორს დღეს მაღალი ხარისხისა და ბიუჯეტური ფასის ერთ-ერთ საუკეთესო ბალანსს სთავაზობს.

კომპანია 2008 წელს ჩინეთის ქალაქ შენიანგში დაარსდა. მართალია ბიქიუ (BQ) არასრული ორი ათწლეულია რაც მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მაგრამ დღეს უკვე ერთ-ერთი მოწინავე სახელია გლობალურ სამშენებლო ბაზარზე. კომპანია აქტიური ექსპორტიორია 20-ზე მეტი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთან ბრენდი 2021 წელს შემოვიდა და ადგილობრივ დეველოპერებში მალევე დაიმსახურა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია.

თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტებში კოშკურა ამწე ყოველთვის მთავარ როლს ასრულებს, მასშტაბების მიუხედავად. მექანიზმს დიდ სიმაღლეებზე უსაფრთხოდ ააქვს მძიმე სამშენებლო მასალები, არმატურა და ბეტონის ბლოკები. ამ ამოცანის უსაფრთხოდ შესრულებას სანდო და გამძლე ტექნიკა სჭირდება.

ტექნიკის სწორად შერჩევა მხოლოდ ტვირთამწეობით არ ისაზღვრება. თითოეულ სამშენებლო ობიექტს თავისი სპეციფიკა აქვს და ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვს. ბიქიუ მომხმარებლებს ამწის პროექტირების სერვისსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ინჟინრები წინასწარ სწავლობენ სამუშაო არეალს და ოპტიმალურ მოდელს არჩევენ. ასე ობიექტზე ზუსტად ის ბიქიუს ამწეები იდგმება, რომელიც კონკრეტულ ლოკაციაზე ყველაზე ეფექტურად მუშაობს. შედეგად, დეველოპერი არასწორი მოდელის დადგმით გამოწვეულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს არიდებს თავს.

ბიქიუსთან პარტნიორობის შემთხვევაში დეველოპერი სრულ საინჟინრო მხარდაჭერასაც იღებს. ინჟინრები ტექნიკას რეგულარულად, თვეში ერთხელ უტარებენ ინსპექციას, რაც მოულოდნელი დაზიანების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და მექანიზმის ექსპლუატაციის ვადას ზრდის.

მოულოდნელი დაზიანების შემთხვევაში დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბიქიუს ცხელი 24/7-ზე ხელმისაწვდომია, მათ შორის დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზეც. ინჟინერთა გუნდი ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ 2 საათში მიდის.

თუ პრობლემის ადგილზე აღმოფხვრა ვერ ხერხდება, მაგალითად რომელიმე დეტალი დაზიანდა და ჩასანაცვლებელია, ინჟინრებს ამწე კრანი აღაიანის ბაზაზე არსებულ “ამწის ლაბორატორიაში” გადააქვთ. ხშირად ამწის აღდგენა-რეკონსტრუქცია დროში იწელება, რადგან სათადარიგო ნაწილებს საზღვარგარეთიდან ჩამოტანა სჭირდება. ბიქიუმ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, საქართველოში, აღაიანის ბაზაზე მოაწყო სათადარიგო ნაწილების საწყობი. ეს ინჟინრებს საშუალებას აძლევს პირდაპირ დაიწყონ ამწეზე მუშაობა და შეკეთების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. მუდმივი მზადყოფნის სტანდარტი ადგილობრივი დეველოპერებისთვის დიდ უპირატესობას ქმნის.

დაბალი ფასი ბევრისთვის ხარისხის დათმობას ნიშნავს, მაგრამ ბიქიუ ძველ სტერეოტიპებს ამსხვრევს. ოფიციალური ქარხნული გარანტია და ადგილობრივი საინჟინრო გუნდის მწარმოებელ ქარხანასთან პირდაპირი კავშირი მაღალი სანდოობის საფუძველს ქმნის. ბიქიუსთან პარტნიორობისას დეველოპერს შეუძლია ფოკუსი მთავარ საქმეზე ჰქონდეს და სამშენებლო ტექნიკაზე არ ინერვიულოს - ბიქიუს მომსახურება გათვლილია მომხმარებელს მშენებლობის დათქმული ვადების დაცვაში მაქსიმალურად დაეხმაროს. დღეს ბიქიუს ქართულ კატალოგში წარმოდგენილი კოშკურა ამწეები და სხვა დამხმარე მექანიზმები თანამედროვე სამშენებლო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.