წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი, ქვეყნის ტურისტულ ისტორიაში, ერთ-...
ამის შესახებ ბურჯანაძემ,
მედიაჰოლდინგ “კვირას”
პრესკლუბში გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა. ბურჯანაძემ
ზაფხულის ტურისტული
სეზონის შედეგები
შეაფასა.“სეზონი,
გარკვეულწილად, შეიძლება,
ითქვას, რომ არ დაიწყო ისე,
რა სურვილიც ,ზოგადად,
ჩვენს სფეროს , თუ ქვეყანას
ექნებოდა, მიუხედავად
ამისა, ძალიან კარგად
გაგრძელდა და პირდაპირ
შეიძლება, შეფასდეს, რომ
სეზონმა გაამართლა. არა
მარტო სფეროზე [სარესტორნო]
მოხდა მისი გავლენა, არამედ
ქვეყნის ეკონომიკურ
მდგომარეობაზე, ასევე
გავლენა იქონია ლარის
კურსზეც. შესაბამისად,
რაოდენობრივად, თუ
ფისკალურად ერთი სიტყვით
თუ შევაჯამებთ, ქვეყნის
ტურისტულ ისტორიაში
ერთ-ერთ საუკეთესო სეზონად
შეიძლება, ჩაითვალოს. ამაზე
,რა თქმა უნდა, იმოქმედა
გაწეულმა სამუშაოებმა, რაც
ტურისტების მოზიდვას
გულისხმობს, ასევე,
ინტერესმა, რომელიც ჩვენი
ქვეყნის მიმართ არსებობდა
და არსებობს. შეფასებას
რეგიონებისა და თბილისის
კუთხით თუ გავაკეთებთ,
ორივე შემთხვევაში
შეიძლება, ითქვას, რომ
წარმატებული სეზონია,
მაგრამ განსაკუთრებულად
ამ შემთხვევაში შავი
ზღვისპირეთი
გამოირჩევა.ამასთან,
გარკვეული პრობლემა
არსებობს, რომელიც უნდა
აღინიშნოს. ესაა
ტურისტების ის ხასიათი,
რომელიც ჩვენი
ქვეყნისთვის ახალი იყო.
იგულისხმება ტურისტები
ინდოეთიდან, არაბული
ქვეყნებიდან ( მიუხედავად
იმისა, რომ არაბული
ქვეყნებიდან ტურისტები
უკვე გვყავდა, გარკვეული,
რაღაც ახალი კონტინგენტია
მოზიდული) და ჩინეთიდან,
რომლებსაც ჩვენი ქვეყნის,
ჩვენი კულტურის მიმართ
თავისი მოთხოვნები
გააჩნიათ. დასავლეთიდან, თუ
ჩვენი მეზობელი
ქვეყნებიდან ჩამოსული
ტურისტებისთვის
მიზიდულობის ძალა ქართული
გასტრონომია, ქართული
ღვინოა. გარკვეულწილად,
ამის საპირისპირო
მოთხოვნაა ინდოეთიდან,
ჩინეთიდან, თუ არაბული
ქვეყნებიდან
ჩამოსულებისგან, რომლებიც
მრავლად
იყვნენ.დღესდღეობითაც
ტურისტული სეზონი ჯერ
დამთავრებული არ არის და
ძალიან ბევრი სასტუმროა
გადავსებული. ძალიან
მიხარია, რომ ეს მინიმუმ
სექტემბრის ბოლომდე
გრძელდება, მაგრამ
ძირითადი მასა ზუსტად ამ
ქვეყნის ტურისტები არიან.
შესაბამისად, აქ გარკვეული
დისონანსი იქმნება. ჩვენი
კულტურული მიწოდების
თვალსაზრისით
უმნიშვნელოვანესი
გასტრონომიაა,
გარკვეულწილად დისონანსი
აქ გვაქვს. ძირითადად, მათ
კულტურასთან
შეუსაბამობაა. მაგალითად,
როგორც ჩვენთვის
პირობითად, რომელიმე
ქვეყნის გასტრონომია
შეიძლება, შეუსაბამო იყოს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში
სექტორი ამას,
გარკვეულწილად, არ უნდა
მოერგოს. ჩვენი
გასტრონომიული კულტურული
განვითარება რამაც
მოიყვანა , ზუსტად ამ
კურსით უნდა განვითარდეს,
რათა ავთენტიკურობა არ
დაიკარგოს.შეიძლება,
ითქვას, რომ ჩვენი მუშაობა
უნდა გაგრძელდეს არა მარტო
ამ ქვეყნებიდან
ტურისტების მოზიდვით,
არამედ მათი მოზიდვით, ვინც
ჩვენს კულტურას პირდაპირ
იზიარებს, დასავლეთიდან
ტურისტების მოზიდვა უნდა
გაძლიერდეს. შესაბამისად,
შემდეგ ჩამოყალიბდება ის
რეალური თანაფარდობა,
რომლითაც ქვეყანა შეძლებს,
ამ გამოწვევას უპასუხოს”-
განაცხადა
ბურჯანაძემ.მანვე
ქვეყანაში გასტროტურიზმის
განვითარება შეაფასა და
აღნიშნა, რომ საქართველოში
ჩამოსულ ტურისტებს, იმ
ავთენტიკურობის გაცნობის
შესაძლებლობა უნდა მიეცეთ,
რაც ქართულ კერძებს
რეგიონების კუთხით
აქვს.“გასტრონომია,
მიუხედავად ჩვენი
მრავალსაუკუნოვანი
არსებობისა, ახლად
დაბადებული ბავშვია,
იქიდან გამომდინარე, რომ
წლების განმავლობაში,
ჩვენი ძირითადი
გასტრონომია შიდა
მოხმარებისთვის იყო.
ტურიზმი, განვითარების ის
სფერო არ იყო, როგორიც
დღესდღეობითაა. ამიტომაც
მე ასე შევაფასებდი,
გასტრონომია ახლად
დაბადებული ბავშვია,
რომელსაც სწორი აღზრდა და
განვითარება სჭირდება. თუ
არასწორად განვითარდა, ამ
შემთხვევაში პრობლემები
უფრო მეტი იქნება, მისი
გამოსწორება კი
რთული.საქართველოში
არსებულ სარესტორნო
სფეროს და ამ სფეროში
მოღვაწე ქართველ
მზარეულებს დიდი მადლობა
შეიძლება, ვუთხრათ, რადგან
ქართული გასტრონომიის
ცნობადობასა და
განვითარებაში დიდი
წვლილი მიუძღვით. სწორი
განვითარებაში
იგულისხმება ის, რომ
მიმართულება ნელ-ნელა
ვითარდება, მაგრამ
რეგიონებში უფრო სწრაფად
უნდა განვითარდეს.
პირობითად, ჩვენ ხშირად
გვინახავს “ღვინის გზა”,
“ყველის გზა” და ა.შ.
გასტრონომიული
მიმართულებები ზუსტად ასე
უნდა განვითარდეს.
საქართველოში ჩამოსულ
ტურისტებს, იმ
ავთენტიკურობის გაცნობის
შესაძლებლობა უნდა მიეცეთ,
რომელიც რეგიონების
კუთხით ჩვენს კერძებს
გააჩნია. თუნდაც, როდესაც
ქართველი ადამიანი მიდის
სამოგზაუროდ და ხშირად იმ
ქვეყანაში გასტრონომია
მაღალ დონეზეა, ტურისტს
ტურისტულ უბნებში
არსებული რესტორნების
მოხმარება არ უნდა, არამედ
რაღაც ავთენტიკური სურს.
არსებობს მაღალი დონის და
სახლური რესტორნების
შესაძლებლობა. ვინც ამ
კუთხითაა დაინტერესებული,
იმას [ ე.წ. სახლურს] უფრო
ეძებს. ამ მიმართულებით
ინფრასტრუქტურის
განვითარების
აუცილებლობაა, რათა სწორი
განვითარება მოვახდინოთ.
უნდა დაინერგოს
ავთენტიკური
გასტრონომიური
განვითარების
შესაძლებლობა, რომ ის, რაც
ჩვენ გვაქვს და ქართულ
გასტრონომიას ახასიათებს,
არ დაიკარგოს და მასობრივ,
ასე ვთქვათ, სარესტორნო
პროდუქტის მიწოდებაზე არ
გადავიდეს “- განაცხადა
ბურჯანაძემ.მანვე
სექტორში არსებული
გამოწვევების შესახებ
ისაუბრა.“გამოწვევები
ძალიან ბევრია. მაგალითად,
ერთ-ერთი პირველი შეიძლება,
ითქვას, რომ სტაბილური
სიტუაციაა, რომელიც
მნიშვნელოვანია.
სტაბილური მდგომარეობის
შემთხვევაში განვითარება
ძალიან სწრაფად მოხდება და
ნაბიჯები სწორად
გადაიდგმება. მეორეა
დასაქმებულთა ნაკლებობა,
ანუ ჩვენ კადრები გვაკლია
და ეს ძალიან მტკივნეულია.
შემდეგ შეიძლება, ითქვას,
რომ სერვისის ხარისხია.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენი
სფერო ამ სერვისს ჩამოსულ
და ადგილობრივ
მომხმარებელს ვერ აწვდის.
ამის გამოსწორების
აუცილებლობა არსებობს.
ასევე, სახელმწიფოს
მხრიდან აუცილებელია
კიდევ უფრო მეტი ჩართულობა,
რომ ამ სფეროში მომუშავე
ადამიანების სტაბილურობა
სწორად იყოს განსაზღვრული.
რა იგულისხმება ამაში: დღეს
ჩვენს სფეროში
დასაქმებულების დიდი
უმრავლესობა ამ სფეროში
დასაქმებას ხშირ
შემთხვევაში მათ ძირითად
საქმედ არ თვლის. ეს
მათთვის ცხოვრებაში,
გარკვეულწილად, რაღაც
გავლითი პროცესია, შემდეგ
კი უკვე სხვა სფეროში უნდა
დასაქმდნენ. ეს
გამოწვეულია სფეროში
არსებული სიტუაციებიდან,
დამსაქმებლის მხრიდან,
გარკვეული არასწორი
მიდგომებიდან, ასევე
გამოწვეულია არასწორი
განათლების მიღებით.
შეიძლება, ითქვას, რომ აქ
სახელმწიფოს ჩართულობა
აუცილებელია, რადგან სფერო
ძალიან დიდია და ბევრ
სხვადასხვა მიმართულებას
მოიცავს.რაც შეეხება იმას,
თუ რამდენად ადეკვატურია
სექტორში არსებული ფასები
მომსახურების ხარისხთან
მიმართებით – ერთ სიტყვაში
გეტყვით, არაადეკვატურია,
მაგრამ ამას განმარტებები
სჭირდება. მე ვერ
დავეთანხმები მოსაზრებას,
რომ საქართველო სხვა,
განვითარებულ ქვეყნებზე
უფრო ძვირი ქვეყანაა
[სერვისის, გასტრონომიის
კუთხით] . საქართველო ამ
ქვეყნებთან შედარებით
კიდევ უფრო იაფია, მაგრამ
როდესაც ეს ითქმება, შემდეგ
არგუმენტია: არის, თუ არა
ფასი სერვისთან
შესაბამისი. დიახ, ეს
შეუსაბამოა. ამას,
გარკვეულწილად, თავისი
მიზეზი აქვს და კიდევ
ერთხელ ვუბრუნდები იმ
თემას, რაც
არასტაბილურობის განცდაა.
როდესაც ბიზნესში
დასაქმებულ ადამიანებს,
გარკვეულწილად, მოლოდინი
აქვთ, რომ შეიძლება,
მომდევნო თვე უარესი იყოს ,
ხშირად არასწორი გათვლის
გამო ბიზნესის ისე
წარმოჩენა ხდება, რომ ამ
ერთ თვეში მათი შემოსავლის
სრული შესაძლებელი
რეალიზაცია უნდა
მოახდინონ. ამიტომაცაა,
როდესაც ჩვენთვის
გარკვეული ფასები
მიუღებელია არა მარტო
სერვისთან მიმართებაში,
არამედ
ზოგადადაც.შეიძლება
ვიღაცა არ დამეთანხმოს,
მაგრამ შეიძლება, პირდაპირ
ითქვას, რომ დღეს
სარესტორნო სფეროში
ფასები იაფია. რა
იგულისხმება სიიაფეში:
სერვისის მიწოდება,
ვალდებულებები
სახელმწიფო, თუ სხვადასხვა
სტრუქტურებთან,
სტანდარტების დაცვა,
რომელიც აუცილებლად
გათვალისწინებული უნდა
იყოს – ამ ყველაფრის
გათვალისწინებით ფასები
ძალიან იაფია. ჩვენს
ქვეყანაში პრობლემა არ
არის ფასები, ჩვენს
ქვეყანაში პრობლემა
ანაზღაურებაა, რომელიც
ადგილობრივ მომხმარებელს
აქვს. ჩვენს ქვეყანაში
სამჯერ მეტი ხელფასები რომ
იყოს, ამ შემთხვევაში
ფასები ადეკვატური იქნება.
ჩვენი ერთობლივი მოთხოვნა
უნდა იყოს, რომ ხელფასები
მაღალი იყოს და არა ვთქვათ,
ფასი დაბალი. ტურისტული
ქვეყანა, რომელიც დაბალი
ფასებით ოპერირებს,
მოგებიანი არ არის. ამ
შემთხვევაში ტურისტი
რადგანაც ბევრი გვყავს,
ფასი მაღალი უნდა იყოს ,
მაგრამ ანაზღაურება
შესაბამისად ადეკვატური.
აი ეს არის ჩემი აზრით,
სწორი მიდგომა.თუ
კონკურენტი არ იცავს იმ
სტანდარტებს, რაზედაც
ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში
მას ფასი დაბალი აქვს,
მაგრამ თქვენ როგორც
მომხმარებლები, გარკვეული
რისკის წინაშე დგახართ. თუ
ყველა სტანდარტი დაცული
არის, რისკი ნაკლებია.
ბევრი ნაბიჯია
გადასადგმელი. პირველ
რიგში ხელფასებია
გასაზრდელი, რათა ადამიანს
დღეს ადეკვატური ხელფასი
ჰქონდეს და არა ის, რომ
თავის ცხოვრებას
გადარჩენისთვის ბრძოლის
კუთხით უყურებდეს. არცერთ
რესტორანს არა აქვს იმის
სურვილი, ფასი იმხელა იყოს,
რომ მომხმარებელი ვერ
შედიოდეს”- განაცხადა
ბურჯანაძემ.
1758029700