პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსი გამოაქვეყნა.

ინდექსი ზომავს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინების წილს ეკონომიკაში .

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 60,23% დაიმსახურა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს.

რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი და ესპანეთი.