საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.1 %-ით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 8.1 %-იანი ზრდით, რამაც 2.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 12.4 %-იანი ზრდით, რაც 6.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჯგუფების შესაბამისი წვლილები: