2024 წლის თებერვალში წინა თვისგან განსხვავებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნებოდა საგარეო ვაჭრობაშიც. კერძოდ საქონლის ექსპორტი გაიზარდა 2%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 4,4%-ით,- ამის შესახებ „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2024 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას წარდგენისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლების შემცირებით, მათი რაოდენობა 2024 წლის თებერვალში 23%-ით არის შემცირებული და კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის.
ამასთან, 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა",- განაცხადა თოდრაძემ.