შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
მისი თქმით, აუცილებელია
რეგულაციის პროცესი
შეეხოს გაზის იმპორტის
საკითხსაც.“გაზის
იმპორტის სქემების
დამუშავებისას,
ელექტროენერგიის
იმპორტისგან
განსხვავებით, არის
შესაძლებლობა, რომ
გამარტივებულმა სქემამ
ტარიფზეც პირდაპირი
ასახვა ჰპოვოს. ეს,
დღევანდელ საკმაოდ
გაძვირებულ ენერგეტიკულ
ცხოვრებაში, ძალიან
მნიშვნელოვანი იქნება,
როგორც მოსახლეობისთვის,
ისე ბიზნესსექტორისთვის.
მით უფრო იმის
გათვალისწინებით, რომ
მიმდინარე ეტაპზეც,
მარეგულირებლის მიერ
დაანონსებულია ბუნებრივი
აირის ტარიფის გადახედვა
მისი კიდევ უფრო
გაძვირების
მიმართულებით”, - აღნიშნავს
ჭიჭინაძე.ენერგეტიკოსი იმ
ორ მნიშვნელოვან, თავის
დროზე მიღებულ, დანაშაულის
ტოლფას გადაწყვეტილებაზეც
საუბრობს, რამაც გაზის
იმპორტის საკითხში
კორუფციული გარიგებების
დაშვების ალბათობა
კრიტიკულად
გაზარდა.“პირველი, რბილად
რომ ითქვას, შეცდომა 2007 წელს
იქნა დაშვებული, როცა
ენერგეტიკის მაშინდელი
მინისტრის, ალექსანდრე
ხეთაგურის
გადაწყვეტილებით (შორს ვარ
იმ აზრისგან, რომ ეს მისი
პირადი ინიციატივა და
გადაწყვეტილება იყო,
მაგრამ ხელისმოწერის
სიმძიმე სწორედ მასზეა),
“ბუნებრივი გაზის ბაზარზე
კონკურენციის გაზრდის
მოტივით” შეწყდა გაზის
ფასის რეგულირება
მარეგულირებლის მიერ და
საბითუმო და საცალო ტარიფი
(გარდა საყოფაცხოვრებო
მომხმარებლის
რეგულირებადი ნაწილისა და
თბოელექტროსადგურებისა)
მომხმარებელს მომწოდებლის
მიერ შეთავაზებული
ტარიფით. ამან, ქართულ
წარმოებას, კონკურენტული
პროდუქციის შექმნის შანსი
ერთი-ათად შეუმცირა.მეორე,
ასევე რბილად ნათქვამი
იქნება, - შეცდომა არის ის,
რომ 2017 წლიდან საქართველო
რუსეთიდან სომხეთისთვის
მიწოდებული გაზის
გატარების საფასურს,
ნაცვლად ნატურისა, იღებს
ფულადი გამოსახულებით, რაც
ჯამში მინიმუმ 2/3 -ით
გვაზარალებს. ფულად
გამოხატულებაში კი ეს
ამბავი შემდეგნაირად
გამოიყურება: თუ ტრანზიტის
საფასურად, წლიურად უნდა
მოიგვეღო 40 მილიონი
დოლარის ბუნებრივი აირი, ამ
გადაწყვეტილების შემდეგ
ვიღებთ საშუალოდ 12,4 მილიონ
აშშ დოლარს. ამ
გადაწყვეტილებაში
ეკონომიკური ლოგიკა, არ
მგონია, ვინმემ იპოვნოს. თუ
სხვა რამ დევს ამ
გადაწყვეტილების მიღმა,
საზოგადოება იმსახურებს
ამ მიზეზების შესახებ
ამომწურავ ინფორმაციას. და
თუ ასეთ ინფორმაციას
ქართული ენერგეტიკის
მესვეურები არ გასცემენ, ეს
მხოლოდ კითხვებს
ამძაფრებს კორუფციული
დაშვებების თაობაზე”, -
ხაზს უსვამს თემურ
ჭიჭინაძე.“ბუნებრივი
გაზის იმპორტის საკითხს
რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია,
მოქმედი სქემა
გადატვირთულია რამდენიმე
სრულიად ზედმეტი
შუამავალი
კომპანიით.იხილეთ და თავად
განსაჯეთ - კომპანიები,
რომლებიც მხოლოდ
დამატებით ბიურაკრატიულ
ბარიერებს ქმნიან და
ფინანსურად ზრდიან წნეხს
ტარიფზე. კერძოდ, “სოკარ
ჯორჯია გაზი”,
“გაზექსპორტი” და
“სოკარგაზ
ექსპორტ-იმპორტი” ზედმეტი
რგოლებია არსებულ
სქემაში.ჩვენი ხედვით
შემუშავებულ სქემაში კი
გაზრდილია საქართევლოს
ნავთობისა და გაზის
კორპორაციის როლი. სწორედ
მან უნდა მიიღოს სრულად,
შემოსული აირი და შემდგომ
მანვე უნდა გაანაწილოს იგი
გაზის გამანაწილებელ
კომპანიებზე, პირდაპირ
მომხმარებლებზე და სხვა
ტიპის მომხმარებლებზე.ამ
შემთხვევაში, სქემა
დაიწმინდება და შემდეგ
სახეს მიიღებს:ეს იქნება
საკითხის მართებული
გადაწყვეტა და ეს
კეთილმყოფელად
იმოქმედებს, როგორც
კორუფციული რისკების
შემცირების თვალსაზრისით,
ისე მათ შორის, ბუნებრივი
აირის ტარიფის შემცირების
შესაძლებლობაზეც.“კიდევ
სხვა საკითხია ის, რომ
-ბუნებრივი აირის
მომხამრებლები არაფრით
არიან დაცული ისეთი
შემთხვევებისგან, როცა
მოწოდებული პროდუქტი არ
შეესაბამება სტანდარტებს,
ანუ არ არის შესაბამისად
კალორიული. ამ დროს,
გამოდის რომ მომხმარებლის
მიერ გადახდილი აირის
საფასურში გარკვეული,
(არცთუ მცირე) წილი, უბრალოდ
ჰაერის ფასია, რომელიც აირს
მოჰყვება, ანუ მომხარებელი
ტყუვდება და იხდის ზედმეტს
- განმკითხავი არავინაა.ამ
საკითხის დარეგულირებაც
შესაძლებლად მიმაჩნია,
თუკი იქნება კეთილი ნება და
ბუნებრივი აირის
მიმწოდებელი ვალდებული
იქნება თითოეულ
მომხარებელთან გააფორმოს
ხელშეკრულება, სადაც
კონკრეტულად იქნება
გაწერილი უხარისხო
პროდუქტის მიწოდების
დაფიქსირების შემთხვევაში
მიმწოდებლის
ვალდებულება”, - აღნიშნავს
თემურ
ჭიჭინაძე.“მთავრობას აქვს
რესურსი, მოითხოვოს
ხელშეკრულებების
გადახედვა და თუ
შესაძლებელი იქნება,
პირიქით მოვითხოვოთ
ჯარიმები შეუსრულებელი
ვალდებულებების გამო.
სავსებით შესაძლებლად
მიმაჩნია სომხეთისკენ
მიმართული რუსული
ბუნებრივი აირის
ტრანზიტის საფასურის
კვლავ ნატურით მიღების
საკითხის დასმაც და
ბუნებრივი აირის
აზერბაიჯანიდან იმპორტის
სქემიდან სრულიად ზედმეტი
შუამავალი კომპანიების
ჩახსნაც.მოვუწოდებ
მთავრობას, ამ
მიმართულებებით კიდევ
უფრო თამამი და
თანმიმდევრული ისეთი
ნაბიჯები გადადგას, რაც
საქართველოს სახელმწიფოს
და საქართველოს თითოეული
მოქალაქის ინტერესებშია”, -
დასძენს ენერგეტიკოსი.
1793178394