საქართველო აგრძელებს კეთილსინდისიერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებულ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მაღალი ეკონომიკური ზრდით, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

„კვლევის მიხედვით საქართველო ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებში როგორიცაა კორუფციის აღქმა და თავისუფლება, ამ პარამეტრებში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. საქართველო აგრძელებს კეთილსინდისიერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებულ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მაღალი ეკონომიკური ზრდით. კარგი რეფორმებით საქართველო შეძლებს უკეთესი შედეგების დაფიქსირებას“, - აღნიშნა დუნდუამ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია „გელაპთან“ პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.