2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც  2023 წლის ანალოგიურ მონაცემს 24%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე ლიტრი, 276.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 6%, ხოლო  შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა.

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

პოლონეთი - 12% (6.7 მლნ ლიტრი),

გერმანია - 30% (1.28 მლნ ლიტრი),

აშშ - 32% (1.2 მლნ ლიტრი),

ლიეტუვა - 11% (707 ათასი ლიტრი),

დიდი ბრიტანეთი - 42% (425.6 ათასი ლიტრი),

თურქეთი - 62% (538 ათასი ლიტრი),

აზერბაიჯანი - 34% (237 ათასი ლიტრი),

კანადა - 16% (198 ათასი ლიტრი),  

ისრაელი - 2% (314 ათასი ლიტრი),

არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 80% (70 ათასი ლიტრი),

სამხრეთ კორეა - 26% (72,5 ათასი ლიტრი) და ა.შ.

ამასთან ერთად, მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები.  ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 53% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 289 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 47%).