აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც იცით, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფი, რომელიც მათ შორის მოიცავს სომხეთში უმსხვილეს ბანკს - „ამერიაბანკს“, არის დასავლური კაპიტალით დაფინანსებული.
„უმსხვილესი ინვესტორები არიან Blackrock, JPMorgan, Fidelity და ასე შემდეგ. პირველ ორს, 5%-ზე მეტი წილი აქვს თითოს ჩვენს ჰოლდინგში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია. ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნესწრეების მოწვევით.
ამერიკა კაპიტალის და ინოვაციების ყველაზე დიდი წყაროა მსოფლიოში!" - წერს გაჩეჩილაძე.