თბილისში, ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში, ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე 133 მეტრი სიმაღლის, 37 სართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტს სახელწოდებით „საკენი“ „ვისოლ ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერიის არქიტექტურის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, განცხადება მშენებლობის ნებართვაზე მერიაში გასული წლის დეკემბერში შევიდა, საბოლოო თანხმობა კი მერიამ მიმდინარე წლის 20 აპრილს გასცა.

პროექტის მიხედვით, შენდება მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველი 5 სართული არის წარმოდგენილი პედესტალის სახით, სადაც -1 სართული კომერციულია, მომდევნო 2 სართული ავტოსადგომი, მომდევნო 2 კომერციული და შემდეგი პედესტალის სართული ეზო და კომერციული ფართი. დარჩენილი სართულები საცხოვრებელი , რომელიც ტიპურია გარდა ბოლო საცხოვრებელი სართულისა.

შენობა წარმოდგენილია ვიტრაჟული პედესტალით,რომელიც არეკვლადი ფასადით არის წარმოდგენილი.

საერთო საცხოვრებელი ფართობი 22511 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომერციული - 9543-ს, ავტოსადგომი კი 9600 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.

„საკენში“ "ვისოლ ჯგუფმა" 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.  ვაჟა-ფშაველას გამზირის გარდა, კომპანია პროექტებს აანონსებს წერეთლისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზეც.

 

business-partner.ge