საწვავზე ფასები 5-10 თეთრით შემცირდა - ვახტანგ იობაშვილი
იობაშვილის
ინფორმაციითვე,
გაიაფებულია დიზელის
ტიპის საწვავიც.
ნავთობპროდუქტების
იმპორტიორთა კავშირის
თავმჯდომარე მიზეზებზეც
საუბრობს და განმარტავს,
რომ საქართველოში
საწვავის ღირებულების
შემცირება, საერთაშორისო
სანავთობო ბირჟებზე
ფასების ბოლოდროინდელმა
კლებამ და ასევე ლარის
კურსის შედარებით
გამყარებამ
განაპირობა.რაც შეეხება
ნავთობპროდუქტების
იმპორტის საკითხს, ვახტანგ
იობაშვილი ამბობს, რომ
ქვეყანაში საწვავის
მოხმარება მზარდია და
შესაბამისად, მზარდია
იმპორტიც, რაზეც
ოფიციალური სტატისტიკური
მონაცემებიც
მეტყველებს.„მაგალითისთვის,
მიმდინარე წლის
იანვარ-მარტის თვეებში,
საქართველოში 346 ათას
ტონამდე ბენზინისა და
დიზელის საწვავის იმპორტი
განხორციელდა, რაც გასული
წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელს თითქმის 19%-ით
აღემატება“, - განმარტა
იობაშვილმა.მისივე თქმით,
მიმდინარე წელს ყველაზე
დიდი რაოდენობით ბენზინი
ბულგარეთიდან და
რუმინეთიდან შემოვიდა.
საიმპორტო ქვეყნების
სიაშია მალტა, ბელარუსი და
საბერძნეთიც. დიზელის
ტიპის საწვავი კი
ქვეყანაში, ძირითადად,
რუსეთიდან და
აზერბაიჯანიდან
შემოდის.რაც შეეხება
საერთაშორისო ბირჟებს,
დღეის მდგომარეობით, 1
ბარელი ბრენტის ტიპის
ნავთობის ღირებულება,
თითქმის, 64 დოლარს შეადგენს.
ეს, ბოლო დღეებში, მცირედით
გაზრდილი ფასია, ვინაიდან 2-3
კვირის წინ, იმავე ტიპის
ნავთობის ღირებულება 61
დოლარამდეც იყო ჩამოსული.
თუმცა, მას შემდეგ, რაც 9
აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა
ჩინეთის გარდა, სხვა
ქვეყნებისთვის
დაანონსებული გლობალური
მასშტაბის ტარიფების, 90
დღით დაპაუზების შესახებ
განაცხადა, ნავთობის ფასი
ერთჯერადად, დაახლოებით,
8%-ით გაიზარდა. თუმცა,
შემდგომ ზრდის პროცესი არ
გაგრძელებულა და
ანალიტიკოსები ნავთობის
გაძვირებას არც შემდგომ
პერიოდში ელიან.მეტიც,
ზოგიერთი წამყვანი
საინვესტიციო ბანკის
პროგნოზით, ნავთობის ფასი
წლის ბოლოსთვის დაბალ
ნიშნულზე დასტაბილურდება.
მაგალითისთვის, Goldman Sachs-ის
ვარაუდით, 2026 წლისთვის,
შესაძლოა, ბარელი ნავთობის
ფასი 40 დოლარამდეც კი
შემცირდეს, რაც პანდემიის
შემდეგ დაფიქსირებული
მინიმალური მაჩვენებელი
იქნება.რაც შეეხება
მსგავსი პროგნოზის
საფუძველს და იმასაც, თუ
რის გამო შემცირდა წლის
დასაწყისიდან დღემდე,
ნავთობის ღირებულება
თითქმის 30 პროცენტის
ფარგლებში, ანალიტიკოსები
განმარტავენ, რომ ეს
პირდაპირ კავშირშია აშშ-ის
პრეზიდენტის მიერ სავაჭრო
ომის წამოწყებასთან და
მოკავშირეების წინააღმდეგ
ტარიფების დაწესებასთან,
რაც გლობალური რეცესიის
დაწყების რისკებს
მნიშვნელოვნად ზრდის.
შესაბამისად, ნავთობზე
მოთხოვნას ამცირებს.გარდა
ამისა, აღსანიშნავია, რომ
OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა
ნავთობის წარმოება
გაზარდეს, რამაც
შესაბამისად გაზარდა
მიწოდება საერთაშორისო
ბაზრებზე და ზეწოლა იქონია
ნავთობის ფასებზე. შედეგად,
ანალიტიკოსები წელს
ნავთობის გლობალური ფასის
ზრდას არ ელიან, თუმცა აქვე
განმარტავენ, რომ ეს
სექტორი ძალიან
მგრძნობიარეა და სხარტად
რეაგირებს ნებისმიერ
გეოპოლიტიკურ მოვლენაზე.