29 სექტემბერს თბილისში ”აუდი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა აუდის კლუბისა და Audi Q8 e-tron-ის პრეზენტაცია, რომლის პარტნიორიც თიბისი დაზღვევა იყო. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ახალი მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.

„ახალი Audi Q8 e-tron არის პროგრესული ნაბიჯი პრემიუმ ელექტრომობილების წარმოებაში - განახლებული ბატარეის ტექნოლოგიით, გასაოცარი დიზაინითა და გაუმჯობესებული მართვის დინამიკით. აუდი მომხმარებლებს, გარდა ექსკლუზიური შეთავაზებებისა, ახალ გამოცდილებებს სთავაზობს, იქნება ეს ღამით საცობებისგან თავისუფალ ქუჩებში ტესტ-დრაივი თუ დემო-რაიდები უქმე დღეებში,” - აუდი საქართველო.

„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდთან პარტნიორობა, როგორიც აუდია და მისი მომხმარებლებისათვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება. ისინი ჩვენს ავტოდაზღვევაზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ,” - თიბისი დაზღვევა.

„თიბისი დაზღვევა” ავტოდაზღვევის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს და უმარტივებს ცხოვრებას მომსახურების გაციფრულებით. განვითარებული დისნტაციური სერვისებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყვლზ სწრფ მომსახურებით.