დღეს ლიფტი მრავალსართულიანი შენობისთვის აუცილებელი ელემენტია, თუმცა სანამ სწორად მუშაობს, მას ყურადღებას არ ვაქცევთ. კარგი ლიფტის ფუნქციაა, რომ კლიენტი ოფისში ან სასტუმრო ნომერში ჩუმად, მარტივად და სწრაფად გადაადგილდებოდეს. ბიზნეს სივრცისთვის ეს ნამდვილად არ არის წვრილმანი.
სტუმარი, პარტნიორი თუ კლიენტი შენობაში ლიფტით შედის. ამ მოკლე მოგზაურობის განმავლობაში - 20-30 წამში ყალიბდება მისი განწყობები. კაბინის მდგომარეობა, განათება, სიჩქარე, ხმა – ყველაფერი ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომელიც შეიძლება, გაუცნობიერებელია, მაგრამ მუშაობს.
ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით, ლიფტის კაბინა შენობის ხასიათის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ფერი, მასალა, განათება – ეს სამი ელემენტი ქმნის ატმოსფეროს, რომელიც, ერთი მხრივ, შენობის ზოგად სტილს ასახავს, მეორე მხრივ კი – მართავს მომხმარებლის განცდას. კარგად შერჩეული ინტერიერი შეზღუდული სივრცის შეგრძნებასაც ამცირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ლიფტში სიმჭიდროვის განცდა შეიძლება, ჰქონდეს.
სტატისტიკურად, ლიფტი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემაა. ეს სტატუსი კავშირშია თანამედროვე ლიფტის მოწყობასთან: ელექტრო ძრავები, მრავალსაფეხურიანი სამუხრუჭე სისტემები, სიჩქარის კონტროლი, კარის სენსორები, გადატვირთვის ინდიკატორები – ეს ყველაფერი ერთად ქმნის სისტემას.
XIX საუკუნეში ელიშა ოტისმა შეიმუშავა პირველი უსაფრთხოების მუხრუჭი, რომელიც საბაგიროს გაწყვეტის შემთხვევაში კაბინის ვარდნას აჩერებდა. ეს გამოგონება ლიფტის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ მისმა გამოჩენამ გახადა მაღალსართულიანი შენობები პრაქტიკულად მისადგომი.
ლიფტის კომპანიის შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე საიმედო პარტნიორები ხუთი კრიტერიუმით გამოირჩევიან:
- დადასტურებული გამოცდილება – კომპანია, რომელსაც მსგავსი ტიპის ობიექტებზე უმუშავია, მეტად სანდოა.
- სერტიფიცირება – ISO, CE და ადგილობრივი ნორმების შესაბამისობა არ არის ფორმალობა ეს ნიშნავს, რომ პროდუქტს გარე შემოწმება გავლილი აქვს.
- გამჭვირვალე პორტფოლიო – სანდო კომპანია თავის განხორციელებულ პროექტებს არ მალავს.
- გაყიდვის შემდგომი მომსახურება – რეგულარული ინსპექტირება, ტექნიკური მხარდაჭერა, სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა – ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს, ღირდა თუ არა ინვესტიცია.
- ადგილობრივი სერვის ქსელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფერხების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის.
სწორედ ამ კრიტერიუმებით აირჩევა კომპანია, რომელიც ლიფტის მონტაჟისა და შემდეგ მომსახურებისთვის სანდო პარტნიორად იქცევა. CLC Elevator 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მუშაობს და FUJISJ-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ქვეყანაში. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში.












