ყველაფერი ერთი დაბადების დღის საჩუქრით დაიწყო. იმ დროს არც ბიზნესი არსებობდა და არც დიდი გეგმები - უბრალოდ სურვილი, ორიგინალური საჩუქარი შექმნილიყო. ეს ერთჯერადი ჟესტი აღმოჩნდა იმპულსი, რომელიც მალე ბიზნესად გარდაიქმნა. ასე დაიბადა „კრაფტბოქსი“ - ბრენდი, რომელიც დღეს ცნობილია პერსონალიზებული ნივთების ფართო ასორტიმენტით.
სადღესასწაულო თემატიკაზე მორგებული კრეატიული გადაწყვეტები, ფაზლები, პორტრეტები, სეზონური კოლექციები, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია არსებული მრავალფეროვანი არჩევანიდან. მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას იდეა, რომელიც კრაფტბოქსში რეალობად იქცევა.
თავდაპირველად კომპანია მხოლოდ საცალო სეგმენტზე იყო ფოკუსირებული, თუმცა 4 წლის წინ კორპორაციულ სეგმენტზეც გავიდა. სწორედ აქ გაჩნდა მისი მეორე მხარე - “კრაფტარეა,” რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულფასოვან სარეკლამო და ბეჭდვით მომსახურებას.
„კორპორაციული მომხმარებელი ჩვენთან არ მოდის მხოლოდ ბეჭდვაზე - ის ჩვენთან იღებს იდეებს, რომლებზეც მანამდე, შესაძლოა, არც უფიქრია. ეს კრეატიული რესურსი კრაფტბოქსიდან მოდის და ვფიქრობ, სწორედ ამაშია ჩვენი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე სხვა აქტორებს მეტი წარმადობა შეიძლება ჰქონდეთ, კრაფტარეას აქვს ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი - ჩვენ ყოველთვის შემოქმედებითად ვუდგებით ნებისმიერ შეკვეთას, როგორი მარტივიც არ უნდა ჩანდეს ის თავდაპირველად.“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ ლალიაშვილი.
თუმცა ბრენდის ზრდასთან ერთად, გამოწვევებიც გაჩნდა. დანადგარები არაერთხელ გამხდარა შეფერხების მიზეზი. მიუხედავად იმისა რომ გამოწვევები მომხმარებლებს არასდროს უგრძნიათ, კრაფტბოქსის გუნდისთვის ახალი დანადგარები ბიზნესის განვითარებისა და ზრდის მთავარი საშუალება იყო.
სწორედ ამ დროს გადადგეს ნაბიჯი ახალ პარტნიორობამდე. კრაფტბოქსმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა პროკრედიტ ბანკისგან და შეიძინა მაღალი წარმადობის პროფესიული დანადგარი.
„თავდაპირველად სესხის პირობებმა მიგვიზიდა, თუმცა, ამას დაემატა მომსახურების მაღალი სტანდარტი და ის მეგობრული მიდგომა, რასაც პროკრედიტისგან თანამშრომლობის ყველა ეტაპზე ვიღებთ. მომავალში კიდევ ვგეგმავთ ახალი დანადგარების შეძენას და ვიცით, რომ პარტნიორი უცვლელი იქნება.“
დღეისათვის, კრაფტბოქსის ასორტიმენტი უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია, კომპანიას სურს კიდევ უფრო გააფართოოს პროდუქცია. დაგეგმილია თანამედროვე დანადგარების დამატება, რაც ბრენდს წარმოების ზრდის საშუალებას მისცემს როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით.
თუმცა, გრძელვადიანი მიზნები ამაზე შორს მიდის - კრაფტბოქსი აპირებს, საქართველოში კიდევ არაერთი კრეატიული მომსახურების პრეცედენტი შექმნას. თავისი წვლილი შეიტანოს ბეჭდვის ინდუსტრიის შემოქმედებით განვითარებაში და აღმოაჩინოს მუდმივი განვითარების ახალი შესაძლებლობები ფინანსურ პარტნიორ პროკრედიტ ბანკთან ერთად.