საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და ₾62 მლრდ შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 1Q26-ში მისი მოცულობა ₾23.3 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია.

1Q26-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.2% - საშუალოზე, ხოლო 18% – მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.9%, საშუალოზე - 23.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.5%.

1Q26-ში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა ₾29.5 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა ₾17.9 მლრდ (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტი) შეადგინა.

1Q26-ში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 799.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.2% ქალი იყო, ხოლო 55.8% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4% - საშუალოზე, ხოლო 37% - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე ₾5.3 მლრდ-ით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტი).

1Q26-ში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ₾2.3 მლრდ-ს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾166.3 მლნ-ით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა ₾1.8 მლრდ შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია ₾126.1 მლნ-ით).

საწარმოთა ზომის მიხედვით მთლიანი საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:

  • მსხვილი ბიზნესი – ₾2.5 მლრდ
  • საშუალო ბიზნესი – ₾2.7 მლრდ
  • მცირე ბიზნესი – ₾1.7 მლრდ

საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.8%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 31.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.4 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 4.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.9% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

1Q26-ში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.5%), ვაჭრობა (16.7%), მშენებლობა (13.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.9 პროცენტიანი წილი ეჭირა.

1Q26-ში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.3, 11.4 და 9.4 პროცენტიანი წილებით.

სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1%), მშენებლობის (7.5%), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5%) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

  • თბილისი – 65.4%
  • აჭარის ა.რ. – 9.5%
  • იმერეთი – 6.6%
  • ქვემო ქართლი – 5.4%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5%
  • კახეთი – 2.8%
  • შიდა ქართლი – 2.2%
  • მცხეთა-მთიანეთი – 1.8%
  • სამცხე-ჯავახეთი – 1.5%
  • გურია – 0.9%
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.2%