აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და იაპონურმა INPEX-მა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

ამის შესახებ SOCAR-ის პრესსამსახური იტყობინება.

საუბარი შედგა SOCAR-ის პრეზიდენტ როვშან ნაჯაფსა და INPEX-ის აღმასრულებელ დირექტორსა და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის პროექტების უფროს ვიცე-პრეზიდენტ მუნეჰირო ჰოსონოს შორის ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა INPEX-ის აქტიური მონაწილეობა აზერბაიჯანის მიერ ინიცირებულ პროექტებში, მათ შორის SOCAR-თან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე განიხილეს გამოცდილების გაცვლა და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა თემები.