თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია.

ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით - საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან:

  • საუკეთესო პროდუქტი 
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
  • გამორჩეული როლი რეგიონში 
  • საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებგვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.