6 წელიწადში ენერგოგენერაციის გაორმაგება - რამდენად რეალურია მთავრობის...
საქართველოს კიდევ ერთი
ჰესი შეემატა. გუშინ დღიდან
'ხობი 2 ჰესი”
ექსპლუატაციაში
ოფიციალურად შევიდა.
მართალია, ამ კუთხით
მთავრობას მოსახლეობის
მხარდაჭერა ნაკლებად აქვს,
მაგრამ 2030 წლისათვის
საკმაოდ ამბიციური გეგმაა
შემუშავებული, რაც 10 ათასი
მეგავატი დადგმული
სიმძლავრის
ექსპლუატაციაში შესვლას
გულისხმობს.
ენერგეტიკოსები ფიქრობენ,
რომ მიზანი ძალიან რთულად
მისაღწევია.„ხობი 2 ჰესის”
დადგმული სიმძლავრე 44.5
მეგავატია, ხოლო
ელექტროენერგიის წლიური
გამომუშავება 202 მილიონი
კვტ/სთ-ია. აღნიშნული
პროექტი შპს ქართული
საინვესტიციო ჯგუფი
„ენერგიამ“
განახორციელა."ამ პროექტზე
ინვესტიციების მოცულობა
შეადგენდა 63 მლნ დოლარს, 300
ადამიანი იყო დასაქმებული
მშენებლობაზე. ეს არის
უმნიშვნელოვანესი
პროექტი, რომელიც ხელს
შეუწყობს ენერგეტიკული
დამოუკიდებლობის
გაძლიერებას. 2015 წლიდან
დაიწყო მშენებლობა და ჰესი
დღეს შევიდა
ექსპლუატაციაში“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ და ასევე 2030
წლისათვის
განსახორციელებელ გეგმაზე
ისაუბრა."გვაქვს ძალიან
ამბიციური გეგმა
ეკონომიკური ზრდის
თვალსაზრისით და მას თან
უნდა სდევდეს
ენერგეტიკული რესურსების
გაძლიერება. 2012 წლისთვის
ჩვენი ელექტროენერგიის
გამომუშავება შეადგენდა 3359
მეგავატს, ახლა 4600
მეგავატამდეა გაზრდილი
დადგმული სიმძლავრის
მოცულობა გასული 12 წლის
განმავლობაში, ანუ 37%-ით
გაიზარდა ჩვენი
ენერგეტიკული
რესურსები.ასევე გვაქვს
ამბიციური გეგმა, რომ 2028
წელს უკვე 8000 მეგავატს
გადააჭარბოს დადგმული
სიმძლავრის მოცულობამ,
ხოლო 2030 წლისთვის მიაღწიოს 10
000 მგვტ-ს. გვინდა, რომ
საქართველოში
ელექტროენერგიის
გამომუშავებამ
გადააჭარბოს
ელექტროენერგიის
მოხმარებას, რაც ნიშნავს,
რომ ელექტროენერგეტიკის
თვალსაზრისით ვიქნებით
სრულიად თვითკმარი და
დამოუკიდებელი ქვეყანა.
ამისათვის შექმნილია
ყველანაირი საფუძველი და
მუშაობა გაგრძელდება“, -
განაცხადა
პრემიერმა.ენერგეტიკოსები
ამბობენ, რომ მთავრობის
გეგმა მართლაც საკმაოდ
ამბიციურია. მისი
განხორციელება კი
შესაძლებელია, თუმცა
ძალიან ძნელად მისაღწევია 6
წელიწადში მსგავსი
შედეგის დადება.როგორც
ენერგეტიკოსმა ანზორ
ჭითანავამ განაცხადა, თუ
ენერგეტიკაში მხარდაჭერა
არ გაძლიერდება და
მოსახლეობა ისევ
მოინდომებს მიტინგების
მოწყობას, მაშინ, არაფერი
არ გამოვა."რა თქმა უნდა, ამ
გეგმის განხორციელება
შესაძლებელია, მაგრამ
ძალიან რთულია, რადგან
საკმაოდ დიდი ციფრია და
ჯამში იკრიბება
ობიექტების მიხედვით,
თუმცა მათი მდგომარეობა
ისეთია, რომ მზადყოფნისა და
მისი პერსპექტიულობის
თვალსაზრისით მრავალი
კითხვის ნიშანია.
მაგალითად, აღდგეს
შეჩერებული ობიექტების
მშენებლობა, დასრულდეს
დაწყებული ჰესების
რეაბილიტაცია, მოხდეს
ახალი ობიექტების
გამოვლენა, შესწავლა და
მისი განხორციელება. თუ ეს
მუშაობა წარიმართება
მხარდაჭერითა და
პროფესიონალიზმით, მაშინ,
რა თქმა უნდა, მთავრობის
გეგმა განხორციელდება. დრო
ბევრი არ არის, მაგრამ 4-5
წელიწადში შესაძლებელი
იქნება სერიოზული
ცვლილება.სირთულეები
მდგომარეობს შემდეგში -
რეაბილიტაცია-მშენებლობის
საკითხები, რომელიც
დაკავშირებულია ენგურთან,
ხუდონთან, ნენსკრასთან,
ნამოხვანთან და ა.შ. ისეთ
კონდიციამდე არ არის
მიყვანილი, რომ
შეიძლებოდეს პროექტის იმ
სახით განხორციელება, რა
სახითაც იყო
შემოთავაზებული.სასწრაფოდ
უნდა დაიწყოს მუშაობა
საუკეთესო ვარიანტის
შერჩევისათვის და
პერსპექტივაში ყველაზე
უფრო მისაღების არჩევა
უნდა მოხდეს. თუ
ენერგეტიკაში მხარდაჭერა
არ გაძლიერდება და
მოსახლეობა ისევ
მოინდომებს მიტინგების
მოწყობას, რომ ჰესი არ უნდა
აშენდეს, მაშინ, არაფერი
გამოვა. არ შეიძლება ამის
გაკეთება. ისევე, როგორც
ფეხბურთში არ შეიძლება,
ყველა მაყურებელი
მწვრთნელზე უფრო
კვალიფიციური რომ არის.
ასეა ენერგეტიკაშიც, ყველა
მომხმარებელმა უკეთ იცის,
ვიდრე პროფესიონალმა. ეს
მიდგომა დაუშვებელია.
ამისათვის კი
ენერგეტიკისადმი
მხარდაჭერის გაძლიერებაა
საჭირო”, - განაცხადა ანზორ
ჭითანავამ
"რეზონანსთან”.საქართველომ
ბოლო პერიოდში
ელექტროენერგიის
გამომუშავება გაზარდა.
ქვეყანამ იმდენი დენი
გამოიმუშავა, რომ
ექსპორტზე აქტიურად
გავიდა და ამ მხრივ
შარშანდელი წელი
განსაკუთრებული იყო.2023 წელი
საქართველოს
ენერგეტიკისთვის
რეკორდული აღმოჩნდა, თუმცა
ასეთი პერიოდი არც ისე
ხშირია ხოლმე. შარშან
საქართველოდან უცხოეთში 103
მილიონი დოლარის
ღირებულების 1.47 მილიარდი
კვტ/საათის მოცულობის
ელექტროენერგია გავიდა
ექსპორტზე და ეს 2010 წლის
შემდეგ რაოდენობრივად
ყველაზე დიდი მოცულობაა,
შემოსავლის მხრივ კი ყველა
წლის რეკორდს
წარმოადგენს.ელექტროენერგიის
გენერაციის რესურსი
ქვეყანას ნამდვილად
გააჩნია და როგორც
ენერგეტიკოსმა გია
არაბიძე აღნიშნა,
შესაძლებელია ისე
დაბალანსდეს ენერგიის
მოხმარება, რომ იგი
გამომუშავებასთან
თანაფარდობაში იყოს."2023
წელს გამომუშავება
მოხმარებაზე მეტი იყო,
თუმცა აქ მხედველობაში
უნდა მივიღოთ ერთი რამ -
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
მოხმარება უნდა ამოვიღოთ
დანარჩენი საქართველოს
მოხმარებიდან. ამ ვარიანტს
თუ ავიღებთ, წლიურ ჭრილში
ბალანსი მეტ-ნაკლებად
დაცულია - ხან ერთი ჭარბობს,
ხან მეორე, მაგრამ იმპორტის
ციფრი კატასტროფული არ
არის. სხვა საკითხია
თვეების მიხედვით
სტატისტიკა.2030 წლისთვის
თვეების მიხედვითაც
შესაძლებელი უნდა გახდეს
ელექტროენერგიის
მოხმარების ბალანსი, რომ
გამომუშავებასთან
თანაფარდობაში იყოს და
უკეთეს შემთხვევაში მეტი
გამოვიმუშავოთ და მეტი
გავყიდოთ.2030 წლისათვის ჩვენ
გვაქვს საკმაოდ ამბიციური
გეგმა, არა მხოლოდ ახალი
სიმძლავრეების შეყვანა და
გამომუშავება, არამედ სხვა
საკითხების მოგვარებაც.
დაახლოებითი გეგმა ასეთია,
რომ 2030 წლისათვის
დაახლოებით 1 200 მეგავატამდე
განახლებადი ენერგიის
წყაროები უნდა შევიდეს
ექსპლუატაციაში. აქ არის
მოდინებაზე მომუშავე
ელექტროსადგურები და ა.შ.
რაც შეეხება 10 000 მეგავატს,
არ ვიცი რისი ჯამია ეს
ციფრი, მაგრამ ის, რომ
დაგეგმილია ჩვენი
სიმძლავრეების
გაორმაგება, ეს ჩემთვის
ცნობილია და ახალი არ
არის”, - განუცხადა
"რეზონანსს” გია
არაბიძემ.წყარო: resonancedaily.com