საქართველოს ბანკი მცირე თუ დიდი ბიზნესების საქმიანობაზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს უწყვეტ რეჟიმში ქმნის და ავითარებს. საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლები დიდი ხანია, რაც ბიზნეს ინტერნეტბანკითა და ბიზნეს მობილბანკით სარგებლობენ. ეს ციფრული პროდუქტები საქმიანობისთვის ყველა საჭირო ფუნქციონალს მოიცავს, განახლებადი სერვისები კი ფინანსური ოპერაციების შესრულებას დღითი დღე ამარტივებს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესმომხმარებლებს ახალი სერვისი — ბმულით გადახდა შესთავაზა. ბიზნესებს, როლებიც სოციალური ქსელებით ვაჭრობენ, მომხმარებლისთვის ბმულის გაგზავნა და ამ გზით თანხის მიღება უკვე შეუძლიათ. შედეგად კი, გადახდის პროცესი უფრო კომფორტული ხდება როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
ქართული ბრენდი Flying Ace, რომელიც საბავშვო აქსესუარებს ონლაინ ყიდის, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია. იმის შესახებ, თუ ონლაინ გადახდების რა მეთოდებს იყენებს Flying Ace და რა მოლოდინებია ბმულით გადახდის სერვისთან დაკავშირებით, ბრენდის თანადამფუძნებელი, ნუცა ქისტაური, გვესაუბრა.
"Flying Ace-ის მთავარი პროდუქტებია ეკოლოგიურად სუფთა მასალის წინდები და ორგანული ბამბით შექმნილი მანტიები, რომლებიც ქართველი ხელოვანების მიერ არის ილუსტრირებული. ამასთანავე, კაფსულური კოლექციის სახით, საცურაო კოსტიუმები და საზაფხულო ქუდებიც შევქმენით. ჩვენი მთავარი მიზანია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ვაწარმოოთ, რომლებიც არა მხოლოდ უსაფრთხო იქნება, არამედ ბავშვების კოგნიტიურ განვითარებასაც ხელს შეუწყობს. ონლაინ გადახდები ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, რადგან ბრენდის გარკვეული ხაზის პროდუქციის გაყიდვა სწორედ ამ გზით ხდება. დღეს ონლაინ გაყიდვები უკონკურენტოა, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი და ძალიან ხელსაყრელი რეალიზაციის საშუალებაა", — ამბობს ნუცა ქისტაური.
ბმულით გადახდის სერვისი მოსახერხებელი მეთოდია მათთვის, ვისაც მაღაზიაში გადახდის ონლაინ მეთოდები არ აქვს ინტეგრირებული, ან ურჩევნია, სწრაფად, მიიღოს გადახდა. ამ მეთოდის დახმარებით, მომხმარებელთან კომუნიკაციაც უფრო კომფორტული შეიძლება გახდეს.
"ონლაინ გადახდებისას ყველაზე გავრცელებული პრობლემა დროის ფაქტორია, რაც ყიდვის პროცესს ახანგრძლივებს და ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ვადითაც აჩერებს. ამის აღმოსაფხვრელად კი შემდგომ დამატებითი დიჯიტალ მარკეტინგის აქტივობების ჩაშვება გვიწევს ხოლმე, რაც გარკვეულ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ბმულით გადახდის ფუნქციონალი ჩვენთვის ახალი და ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა ონლაინ გადახდები ვაწარმოოთ და სამიზნე აუდიტორიას მათთვის სასურველი პროდუქტი ყველაზე იოლი ფორმით მივაწოდოთ. სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებები არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რატომაც ჩვენ, როგორც მწარმოებლები, საქართველოს ბანკის ბმულით გადახდის ფუნქციონალს ვირჩევთ", — აღნიშნა ნუცა ქისტაურმა.
ბმულით გადახდის მოდული გადახდების მენეჯერს დაემატა და უკვე გააქტიურებაც შეგიძლიათ. რაც მთავარია, ბმულით გადახდის მეთოდის გამოყენებისთვის არ არის საჭირო, ვებგვერდი გქონდეთ. შეგიძლიათ, რომ გადახდის ბმული მომხმარებელს პირად მიმოწერაში გაუზიაროთ, თანხა კი თქვენი ბიზნესის ანგარიშზე ავტომატურად აისახება. ამასთანავე, ბმულით გადახდის მეთოდი საშუალებას გაძლევთ, მიღებული თანხები უკეთ აკონტროლოთ და ბიზნესიც უფრო ეფექტურად მართოთ.
"ბმული გადახდის მეთოდის მთავარი და ძირითადი უპირატესობაა უფრო სწრაფი, მყისიერი პროცესები ბიზნესის მხრიდან და უფრო მარტივი შეძენის პროცესი მომხმარებლისთვის, რადგან იზოგება დრო, რესურსი და ენერგია. ვფიქრობ, საგრძნობლად გაგვიმარტივდება CRM დოკუმენტის მართვა და შემდგომ შესაბამისი კლასიფიკაციების მიხედვით ჩვენი მიზნებისთვის გამოყენება. შეგვიძლია, შევამოწმოთ უკვე დაგენერირებული ბმულის ჭრილში მიღებული ტრანზაქციები, მივიღოთ ინფორმაცია ბმულის სტატუსის, სახელისა და თარიღის შესახებ" — აღნიშნა ნუცა ქისტაურმა.
ბმულით გადახდის სერვისის გააქტიურებას ბიზნეს მენეჯერიდან მარტივად შეძლებთ. გადახდის მეთოდებში უნდა აირჩიოთ ბმულით გადახდა, გაეცნოთ სერვისის უპირატესობებს, ბოლოს კი "გადახდის დამატებას" დააჭიროთ.