სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა ზანგეზურის დერეფნის განხილვას სომხეთისთვის წითელი ხაზი უწოდა.
„გამორიცხულია, მსგავსი საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მან დერეფნის გახსნის საკითხზე კომენტირებისას.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა ზანგეზურის დერეფნის განხილვას სომხეთისთვის წითელი ხაზი უწოდა.
„გამორიცხულია, მსგავსი საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მან დერეფნის გახსნის საკითხზე კომენტირებისას.
აღნიშნულ ტერიტორიებს შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რაჭის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები, ფაშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი.საქართველოს ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 740,000 ჰექტარამდეა და 18 ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებს. ამ ტერიტორიებზე 510-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში კი ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.“საქართველოს ბანკის გუნდისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა კი დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაა, რაც თავის მხრივ ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, კავკასიის ბუნების ფონდთან დავპარტნიორდით. თანამშრომლობის ფარგლებში კი 2010 წლიდან საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.ინფორმაციისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებს და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
1769608680
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 80%.რაც შეეხება წვეთოვან სარწყავ სისტემას, პროგრამის პირობების შესაბამისად, ნახევარ ჰექტარზე თანადაფინანსება შეადგენს ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 60%-ით, არაუმეტეს 1,500 ლარით.პროგრამაში მონაწილეობა ერთ პირს რამდენჯერმე შეუძლია, მაგრამ მიღებული დაფინანსება, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს, ლურჯი მოცვის შემთხვევაში - 750,000 ლარს.პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გაშენება მინიმუმ 0.5 ჰექტარზე და მაქსიმუმ 50 ჰექტარზე.პროგრამაში განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://my.rda.gov.ge/signinდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4kacovc
1769603986
ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი სტუდენტებთან გამართავს.შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატები.ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრი ოპერაციების კვლევაში.ლევან ფავლენიშვილი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს, მათ შორისაა: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.2021 წელს ლევან ფავლენიშვილმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
1769601720
მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმებულ ფასებზე საუბარი არ ყოფილა.კურტანიძის განცხადებით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ხოლო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები წარადგენენ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მედიკამენტების გაიაფება.„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით. ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას.შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიკამენტების ფასი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ, ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, [ორჯერ მოხდა მისი გადავადება მაგრამ..] აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, სწორედ ამაზე მოვისმინეთ მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 უკვე რეფერენტული ფასია. იმ 3 ათასსაც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციიდან გამომდინარე უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში უმწვავესია. შეთანხმებულ ფასებზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა.
1769600009
მისივე თქმით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში.„სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, კომისიამ გააფართოვა თავისი მანდატი ორი მიმართულებით, ესენია მედიკამენტები და საწვავი. შეხვედრა იყო მედიკამენტების წარმომადგენლებთან, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან.შეხვედრაზე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში და საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თითოეულ მოქალაქეს სოციალური ხარჯი,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
1769599832
როგორც მან მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მედიკამენტებზე უნდა დადგინდეს „სამართლიანი ფასი“.„თანამშრომლობის საფუძველზე რესურსი ყოველთვის არსებობს, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. ალბათ, საუბარი არის პროცესის უფრო მეტად დახვეწაზე, მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე. საქართველოში დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით, მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი, სავარაუდოდ, რჩება მიღმა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის განვითარება, რაც მედიკამენტებზე წვდომას უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, „უნდა დადგინდეს ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაიხადოს მედიკამენტებში“. ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, არ არსებობს იაფი და ძვირის კატეგორია, არამედ არსებობს “სამართლიანი ფასი“.“სამართლიანი ფასი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ზუსტად ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება საქართველოსთვის”, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
1769596200
სიმართლე ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ მიმდინარე დავაზე – ნათია ჯ...
1769505956
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თე...
1768985704
მექსიკის უმდიდრესი ადამიანი „ლუკოილის“ აქტივებს შეიძენს
1768902378
„მაღაზიაში 50%-იანი „ქეშბექია" პირობითად ღვინოზე ან შოკოლადზე - მწარმო...
1769077469
20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური...
1769415900