ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებას აზერბაიჯანის აღმოსავლეთ რეგიონებთან, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის განვითარებაში, არამედ ხელი შეუწყოს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას თურქულ სამყაროში. 

ეს დასკვნა სააგენტო Anadolu-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, აიშეგულ ქეთენჩმა გაუზიარა.

მან გაიხსენა, რომ 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომმა გამოიწვია რეგიონში ძალთა ბალანსის სრული ცვლილება, რამაც გზა გაუხსნა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობასა და კეთილდღეობას. სამმხრივი განცხადება, რომელმაც შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულება, ასევე ითვალისწინებდა სომხური ძალების სრულ გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან და რეგიონში სატრანსპორტო კავშირების აღდგენას.

„სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, ისევე როგორც ახლის შექმნა, ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამავდროულად, ზანგეზურის დერეფნის განხორციელება შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის გავლით ახალი მარშრუტის შექმნას, რაც შესაძლებელს გახდის თურქეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ტვირთების უსწრაფესი მიწოდების ჯაჭვის დამყარებას“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ქეთენჯიმ ასევე აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფნის ინიციატივა გავლენას მოახდენს მრავალი ქვეყნის ინტერესებზე, მათ შორის ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ინტერესებზე.

მისივე თქმით, ირანს, რომელიც პოზიციონირებს როგორც რეგიონული ძალა, ეშინია აზერბაიჯანის გავლენისა და „მიმზიდველობის“ ზრდის, მათ შორის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვისაც. თეირანი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფანსაც შეუძლია ირანის სომხეთთან კავშირების „გაწყვეტა“ და ირანის შავ ზღვაში შესვლაზე ხელის შეშლა.

ამასთან დაკავშირებით, ირანული მხარე ზანგეზურის დერეფნის იდეას საზღვრების გადახაზვისა და გეოსტრატეგიული დაზიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. შავი ზღვისა და რუსეთის ფედერაციისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს თეირანი აღიქვამს, როგორც კავკასიაში გავლენის შემცირებისა და სატრანზიტო ქვეყნის როლის დაკარგვის ფაქტორს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში.

ირანის, მსგავსი არგუმენტების გარდა, ზანგეზურის დერეფნის შიშის მთავარი მიზეზი რეგიონში აზერბაიჯანისა და თურქეთის გააქტიურებაა. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ყარაბაღის მეორე ომის დროს რეგიონში თავიანთი ძალების დემონსტრირება მოახდინეს.

ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, ირანი შეშფოთებულია თურქეთისა და აზერბაიჯანის გაძლიერებითაც, რამაც შესაძლოა შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში თეირანის საზიანოდ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს, რაც მოსკოვის სასარგებლოდ მორიგი კოზირია.

ზემოაღნიშნულის შეჯამებით, აღსანიშნავია, რომ ზანგეზურის დერეფნის საკითხი კვლავ რჩება რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგში.

ეს სატრანსპორტო არტერია შეიძლება გახდეს თურქული სამყაროს "ამომავალი ვარსკვლავი", თუმცა მისი პოტენციალის გასახსნელად აუცილებელია მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება და მისთვის „გრძელვადიანი საძირკვლის“ მიწოდება.

ავტორი: აიშეგულ ქეთენჯი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი

მომზადებულია საგეენტო Anadolu-ს მიხედვით

თარგმნა სანდრო პირველი