რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა იტალიაში კიდევ ერთი, ამჯერად რიგით მეხუთე ვილის დამალვა სცადა.

ტელეწამყვანის დედამისზე რეგისტრირებული ქონება Important Stories-მა (საგამოძიებო ჟურნალისტიკაში სპეციალიზებული ონლაინ გამოცემა) აღმოაჩინა. გამოცემამ გამოაქვეყნა ამონაწერი რეესტრიდან.

ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის გამოძიებიდან ცნობილი გახდა, რომ სოლოვიოვი მთლიანად ფლობს ორ სახლს, ერთს ნაწილობრივ, კიდევ ერთს დედამისი ფლობს. თუმცა, როგორც გაირკვა, ირინა სოლოვიოვას არა ერთი, არამედ ორი იტალიური ვილა გადაეცა, მეორეც კომოს ტბაზეა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სოლოვიოვი მოექცა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების სანქციებს. 2022 წლის მარტში იტალიის ხელისუფლებამ დააკავა სოლოვიოვის ორი ვილა კომოს ტბაზე, საერთო ღირებულებით 8 მილიონი ევრო.

ეკა უკლება