სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებს შეხვდა.

“ხშირად სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანები ერთმანეთის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ასეთ უწყებებში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები, სკოლის მსმენელები, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალო ვითარებაში მწვავე და საინტერესო კითხვებს უსვამენ საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. ხდება ინფორმაციის გაცვლა, უფრო მეტად გააზრება და გათავისება იმისა, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა ლოგიკით ხელმძღვანელობს დაწესებულების მენეჯმენტი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

სასწავლო კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.