ჭარბი ოდენობით იმპორტირებული მანქანების ამოყიდვა ისევ ვერ ხერხდება
საავტომობილო ბაზარი ვერა
და ვერ გააქტიურდა,
მოთხოვნა შემცირდა და
შესაბამისად, იმპორტმაც
იკლო, რასაც ბოლო
სტატისტიკაც ადასტურებს.
სირთულეებია რეალიზაციის
მიმართულებითაც. ვარაუდი,
რომ 2024 წლის ბოლომდე
ბაზარზე არსებული ჭარბი
ავტომობილების გაწოვა
მოხდებოდა, არ გამართლდა.
ამიტომაც, სპეციალისტთა
ნაწილი მიიჩნევს, რომ
ბაზარზე შესაძლოა
გაიაფება, დაიწყოს, ნაწილი
კი ვარაუდობს, რომ რთული
მდგომარეობა ღირებულებაზე
გავლენას ვერ
მოახდენს.კავკასიის
ავტოიმპორტის
ხელმძღვანელი გიორგი
სურგულაძე მიიჩნევს, რომ
ის, რაც ახლა ქართულ
ავტობიზნესში ხდება
ჩვეულებრივი პროცესია,
რომელიც სეზონურობითაა
გამოწვეული.,,არაფერი
განსაკუთრებული
საავტომობილო ბაზარზე არ
ხდება. ფასების ოდნავი
შემცირება სეზონურობითაა
გამოწვეული. მოგეხსენებათ,
ზამთარში აზერბაიჯანის,
ყაზახეთის, ყირგიზეთის
მიმართულებით დიდთოვლობაა
და გზები იკეტება.
ამიტომაც, გარკვეული
პერიოდი ლოდინი
გვჭირდება. ბაზარი
გაზაფხულიდან ჩვეულ რიტმს
დაუბრუნდება.ქვეყანაში
შექმნილი პოლიტიკური
ვითარება ჩვენი
მიმართულებით გავლენას არ
ახდენს. მცირე ვარდნა
ბაზარს სეზონურად
ახასიათებს. ამიტომაც,
ზუსტად ვიცით, როდის
გაიზრდება მოთხოვნა და
როდის შემცირდება. ჩვენი
დაკვირვებით, ზრდა, აპრილის
ბოლოდან დაიწყება,
სტაბილურდება ზაფხულში და
გვიან შემოდგომამდე იგივე
პროცესი მიმდინარეობს.
ზამთრის სეზონზე კი კვლავ
კლებაა, რაც თავისებური
ცირკულაციაა.მანქანების
ჭარბ რაოდენობას რაც
შეეხება, 2024 წლის
დასაწყისში ორჯერ უფრო
მეტი რაოდენობა იყო, ვიდრე
2025 წელს. ამ წლის ზამთარში
პროფიციტი დიდი არაა,
მაგრამ გასული წლის
სიჭარბემ ბაზარზე გავლენა
იქონია. ამიტომაც, ბაზარი
რეალური მოთხოვნის დონეზე
გადაეწყო", - აღნიშნა
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
გიორგი
სურგულაძემ."საქსტატის"
მიერ გამოქვეყნებული
კვლევა გვიჩვენებს, რომ
მსუბუქი ავტომობილების
იმპორტი 25%-ით შემცირდა.
სურგულაძის განცხადებით,
კვლევა, სწორედ,
სეზონურობით გამოწვეულ
ვარდნას ეყრდნობა.,,ზამთრის
პერიოდი რეექსპორტისთვის
არასახარბიელოა.
"საქსტატის" მიერ
გამოქვეყნებული კვლევა,
სწორედ ამ პერიოდს ასახავს.
ამიტომ, არსებული
შეფერხება მხოლოდ
რამდენიმე თვიანია და
გაზაფხულზე გამოსწორდება.
მართალია, ვისაც გაყიდვა
ეჩქარება ის ფასს აგდებს,
მაგრამ ეს საერთო სურათზე
გავლენას არ ახდენს.ბოლო
ათი წლის მონაცემებში
ვინახავთ, რომ ზამთრის
სეზონზე ავტომობილების
გაყიდვის კუთხით, მუდმივად
ვარდნაა, მაგრამ ზაფხულზე
კვლავ მატულობს. ამიტომაც,
ამ ეტაპისთვის
სტაბილურობის განცდა
გვაქვს და ბაზარზე რყევებს
არ ველოდებით", - განაცხადა
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
სურგულაძემ.ის, რომ
იანვარ-თებერვალი ქართული
ავტობაზარისთვის რთული
პერიოდია, ,,რობინ მოტორსის"
დამფუძნებელი ელგუჯა
ჯამაგიძეც საუბრობს. თუმცა
აქვე ხაზს უსვამს იმ
გარემოებას, რომ ქვეყანაში
არსებული პოლიტიკური ფონი
ბაზარზე მაინც
მოქმედებს.,,ზოგადად
იანვარ-თებერვალი ქართული
ავტობიზნესისათვის მძიმე
პერიოდია. ახალი წელი რომ
იწყება, ყველა ქვეყანა
ცვლილებებით ხვდება და ის
ავტო ბიზნესზეც აისახება.
დღეს ეკონომიკაშიც
პრობლემებია. ყველაფერი
ერთმანეთთან
გადაჯაჭვულია, რაც
თავისებურად უარყოფით
ასახვას პოვებს. ნურავინ
იტყვის, რომ ეს სფერო ცალკე
მდგომია. ავტო ბიზნესი
ეკონომიკაზე, კომერციული
სტრუქტურების
კეთილდღეობაზეა
დამოკიდებული.ადამიანები,
ძირითადად, კრედიტებით
აკეთებენ მსხვილ შენაძენს
და ხალხს, შექმნილი
პოლიტიკური ვითარებიდან
გამომდინარე, ეშინია
სესხის აღება, რაც ხელს
უწყობს კრიზისს. ამიტომაც
გვაქვს ასეთი სურათი.2013
წლის ზემოთ შემოსული
მანქანების ფასი, მინიმუმ
7000 დოლარიდან იწყება და
ზევით მიდის. ეს თანხა
ჩვენი ეკონომიკური
მდგომარეობიდან
გამომდინარე, ერთიანად
არავის არა აქვს. ბანკის
თანამონაწილეობით
აბალანსებდნენ
ხარჯს.ზოგადად, ქართველი
კაცი წინდაუხედავად
არაფერს აკეთებს. დღეს,
შექმნილი მდგომარეობიდან
გამომდინარე, ვერ ხედავს
რამე სასიკეთოს და
შესაბამისად, თავს იკავებს
რისკისგან. ამიტომაც,
არსებული გარემო, გაყიდვის
შემცირების ერთ-ერთი
ფაქტორიცაა", - განუცხადა
,,ბიზნეს-რეზონანსს"
ჯამაგიძემ.მისივე აზრით,
არსებული პრობლემების
მიუხედავად, ბაზარზე
ფასების საგრძნობი ვარდნა
მაინც ვერ
მოხდება.,,მართალია,
საავტომობილო ბაზარზე
მიწოდება მეტია და
მოთხოვნა ნაკლებია, მაგრამ
ეს ფასზე სერიოზულ
გავლენას ვერ მოახდენს.
საერთოდ, ასეთ დროს
ლოგიკურია გაიაფება,
მაგრამ იმ ადამიანებმა,
რომლებმაც შეზღუდვების
გათვალისწინებით
შემოიყვანეს მანქანები, არ
გააიაფებენ. თუმცა, თუკი
მეზობელი ქვეყნები არ
გაიყვანენ ამ მანქანებს,
ფასიც ცოტათი დაიწევს.
შემცირებას იწვევს ან
მოზღვავებული საქონელი, ან
პრობლემები იმ
ქვეყნებიდან, საიდანაც
ხდება იმპორტი.ყველაზე
მთავარი ფაქტორი ისაა, რომ
შემომტანებს უჩნდებათ
ეჭვი რამდენად
შესაძლებელი იქნება მათი
საქონლის რეალიზაცია.
შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე, ფაქტია, ყველა
თავს იკავებს სერიოზული
ნაბიჯების გადადგმისაგან.
ჩვენი საზოგადოების
ყურადღებაც სხვა რამეზეა
გადართული. ეკონომიკაშიც
პატარა პრობლემებია და
მთლიანობაში, ეს ყველაფერი
ხელს უწყობს
შეფერხებას.გარდა ამისა,
ქვეყნები, რომლებიც
ჩვენგან ყიდულობდნენ
მანქანებს, გლობალურად
აღიქვამენ სიტუაციას და
თავშეკავებას
ამჯობინებენ. ვვარაუდობ,
რომ გაიაფდება მაინც არ
მოხდება, რადგან
დაელოდებიან
სტაბილიზაციას.
ჯერჯერობით ამის რესურსი
არის", - დასძინა
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
საუბრისას ელგუჯა
ჯამაგიძემ.ადგილობრივი
ბაზრის პროფიციტულობაზე
საუბრობს ავტოიმპორტიორთა
ასოციაციის ხელმძღვანელი
ალექსი ნონიაძეც. ამის გამო
ავტოდილერები დიდწილად
ავტომობილებს თავის ფასში
ყიდიან, რის გამოც, ბაზარზე
ფასები
შენარჩუნებულია.„ადგილობრივი
ბაზარი ისევ პროფიციტულია.
2023 წელს ზედმეტად
შემოყვანილი ავტომობილები
(60 ათასი ერთეული
ავტომობილი) 2024-ში ბოლომდე
არ გაიყიდა. ვერ დაბალანსდა
მოთხოვნა-მიწოდება. ამის
გამო, 2024 წელს იმპორტიც
გარკვეულწილად
შემცირებული იყო. მსგავსი
ტენდენცია დაფიქსირდა 2025
წლის იანვარშიც.ეს
თავისთავად გარკვეულწილად
ფასებზე გავლენას ახდენს
იმ კუთხით, რომ დიდწილად
მოგების გარეშე იყიდება
ავტომობილები, ამიტომ ფასი
შენარჩუნებულია.
ავტოიმპორტიორებს არ
უღირთ უფრო დაბალ ფასად
გაყიდვა, რადგან ისედაც
თვითღირებულებაში ყიდიან.
სხვა შემთხვევაში ზარალზე
წავლენ... ამიტომ
რაღაცნაირად ფასები იგივე
დარჩა.თუ
მოთხოვნა-მიწოდება,
შესაბამისად, ბაზარი
დაბალანსდა, მერე უკვე
არსებული სიტუაციის
გათვალისწინებით
შეგვეძლება ფასებზე
საუბარი, გაძვირდება თუ
გაიაფდება“, - განაცხადა
ნონიაძემ.რაც შეეხება
"საქსტატის" 2025 წლის იანვრის
მონაცემებს, მსუბუქი
ავტომობილების იმპორტი
25%-ით შემცირდა. უფრო
კონკრეტულად, მიმდინარე
წლის იანვარში ქვეყანაში
იმპორტირებული იყო 8 880
ერთეული მსუბუქი
ავტომობილი, რომლის
ჯამურმა ღირებულებამ 151 მლნ
დოლარს მიაღწია. წინა წელს
იმავე თვეში კი 196.4 მილიონ
აშშ დოლარის ღირებულების 11
892 ავტომობილის იმპორტი
განხორციელდა.წყარო:
resonancedaily.com
1741692013