
1749206400

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ და ივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება.Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.ამასთან, 9 ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ.
1749219480

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, ხოლო აპრილში 266.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368.1 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების მაისის სტატისტიკა კი 25 ივნისს გამოქვეყნდება.2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში16.4% (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
1749218640

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, მცენარეებზე აღინიშნებოდა მავნე მწერების დაზიანება.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებას.
1749214664

უწყების ცნობით, შეთანხმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, მირიანა სიზმაროვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო სერბეთის რესპუბლიკის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრა სოფრონიევიჩი.„საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელს ხდის სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას. ავიაკომპანია Air Serbia-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით.შეხვედრაზე, რომელშიც საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაკომპანია Air Serbia-ს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მხარეებმა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს და გამოხატეს მზაობა კომპეტენციის შესაბამისად განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ახალი ავიამიმართულების ინტენსიურად ათვისების კუთხით“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1749212063

სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობაზე, სემეკის როლსა და რეგულაციებზე განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული მექანიზმები. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, კომპანია „ჰუავეის“ ენერგეტიკის ექსპერტმა, კარლოს ალვარეს ორტეგამ, კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინო გადელიამ, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ ქ. თბილისში, 5-6 ივნისს იმართება. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
1749209909

ეროვნული ბანკის ცნობით, ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები 13.8%-ით 132.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა და დიდწილად დააბალანსა რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების კლება.„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 18.9%-ით, 39.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა 16.6%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 44.8%-იანი წილით – ევროკავშირის ქვეყნები, 18.3%-იანი წილით – აშშ და 13.5%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (17.0%), გერმანიისა (8.4%) და საბერძნეთის (8.3%) მაღალი წილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1749209714

თეთრი სახლის სპიკერი: ამერიკას სჭირდება ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები,...
1748422639
რატომ შემცირდა ღვინის ექსპორტი? - ექსპორტის მენეჯერი, ნატალია ბასილიძე
1749045205
ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს წარმატებაში, გეგმავთ საქართველოში მ...
1748512456
„დერეფნები, რომლებმაც ევროპა და აზია შეიძლება სამხრეთ კავკასიის გავლით...
1748594093
სექტორის 80% ორ ბანკზე მოდის, საჭიროა, გაჩნდეს ძლიერი მესამე და მეოთხე...
1748624274