შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება.ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვისწინასწარ მოამზადებს.რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.
1794487013
წარმოდგენილი ცვლილებები კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, თუმცა ეკონომიკური ტენდენციები წლის პირველ ნახევარში დაგეგმილთან შედარებით მაღალი იყო. შესაბამისად, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.8%-მდე გაიზარდა. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზის თანახმად, 2026 წლის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ს შეადგენს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 2.5%-დან 1.3%-მდე მცირდება.მომხსენებლის ინფორმაციით, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა საგარეო ვაჭრობამ და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა.გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 მილიარდ 535 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე დაახლოებით 9.2%-ით მეტია. ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ 153 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.3%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 382 მილიონ დოლარს მიაღწია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.4%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 796 მილიონი დოლარი შეადგინა.წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 513 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 124 მილიონი დოლარით მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 877 მილიონი ლარით იზრდება და 25 მილიარდ 873 მილიონი ლარი იქნება.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წელს კულტურის სამინისტროს მიერ 240 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და შესრულების მაჩვენებელი 86%-ია.კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
1794483085
ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება იქნება სავალდებულო, თუმცა საფასურს არ გადაიხდიან.მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიცირების პრევენცია, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით.QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
1794479124
მემორანდუმის მიზანს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.თანამშრომლობა ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ტექნოლოგიების, ამინდის რიცხვითი პროგნოზირების, კლიმატის ანალიზისა და პროგნოზირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შეფასებას, ასევე, აგრომეტეოროლოგიურ და გარემოსდაცვით მონიტორინგს.მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების გამოქვეყნებას, ექსპერტულ შეხვედრებს, კონსულტაციებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას.აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
1794477779
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული.„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით, შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
1794474516
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ქართული მეღვინეობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო აუდიტორიას ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიცია და ტექნოლოგიური თავისებურებები გააცნეს. სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდნენ იაგო ბიტარიშვილი („იაგოს ღვინო“, დამფუძნებელი), შოთა ნატროშვილი („თელიანი ველი“, ექსპორტის მენეჯერი), ვლადიმერ კუბლაშვილი („მეღვინეობა ხარება“, გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე) და საბა კიტიაშვილი („მეღვინეობა შუმი“, სომელიე).სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია და ქვევრში ღვინის წარმოების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, მისი უნიკალური წარმოების მეთოდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას.„მოხარულები ვართ, რომ შანხაიში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართული ღვინისა და მისი წარმოების უნიკალურ ტრადიციას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრს - თიხის ჭურჭელს, რომლის გამოყენებითაც საქართველოში გამორჩეული ღვინოები იქმნება. კონფერენცია ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის გამოცდილების გაზიარებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აცნობს თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას“, - აღნიშნა კომპანია „Meiburg Wine Media“-ის დამფუძნებელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა.სიმპოზიუმზე ასევე განიხილეს თიხის ჭურჭელში ღვინის წარმოების გამოცდილება ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში.ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ადასტურებს მეთოდის უნიკალურობას და ხაზს უსვამს ღვინის განსაკუთრებულ ადგილს ქართულ კულტურასა და ისტორიაში. ქვევრის ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაცია კი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და მისი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.
1794474204
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793261587













