წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა თიბისი ტექსკოლა.
გაიცანით რეზი გაფრინდაშვილი საჩხერედან, რომელმაც თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით თავის სკოლას საჩუქრად გაუკეთა ვებ გვერდი.
„ადამიანები სწორ დროს და სწორ ადგილს ალბათ თავად ქმნიან თავისივე მონდომებით და შესაძლებლობებით. საჩხერე ჩემთვის მშვიდი, საინტერესო და სწორი ადგილია, როგორც საცხოვრებლად, ასევე სწავლისთვის და მუშაობისთვის. მომავლში ვგეგმავ თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით გავაკეთო თამაში სადაც მთავარი მოქმედება ციხესიმაგრეში განვითარდება“ - რეზი გაფრინდაშვილი.
უკვე სამი წელია, თიბისი ტექსკოლა 9-12 კლასისმოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობსთანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურპროფესიებს. პროგრამაში უკვე 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის მონაწილეებისწავლობენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაავებდეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, მობილურიაპლიკაციების შექმნა, გრაფიკული დიზაინი დასოციალური მედიის მარკეტინგი.
თიბისი ტექსკოლა მხოლოდ ცოდნის მიღებისშესაძლებლობა არ არის. მონაწილეები სწავლობენინტერაქციული ონლაინ ლექციების ფორმატში, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, ქმნიან პირველ ციფრულ პროექტებს დათანატოლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვაკუთხიდან მუშაობენ. ამ პროცესში ისინიტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად დამოუკიდებელისწავლის, დროის მართვისა და ციფრულითანამშრომლობის უნარებსაც ივითარებენ.
ტექსკოლასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინგანათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისიკამპუსსა და IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლებაფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზედამოკიდებული არ იყოს.
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები ეს არის სწორი ადგილი განათლებისთვის!













