მალე გავხსნით თბილისში საელჩოს, რომელიც იქნება რეალური ადგილი იმისთვის, რომ ძალიან ბევრმა ბიზნეს ინიციატივამ იხილოს დასაწყისი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

„გასულ ისტორიაში ჩვენ კონკრეტული ფორმა მივეცით ყველაფერს, რასაც ვგრძნობდით ერთმანეთთან მიმართებაში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირდაპირი ფრენები, დავნიშნეთ პირდაპირი ფრენები თბილისი-ბელგრადი. ეს არის ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების ნაყოფი, მე ამით ვამაყობ.

მალე გავხსნით თბილისში საელჩოს, რომელიც იქნება რეალური ადგილი იმისთვის, რომ ძალიან ბევრმა ბიზნეს ინიციატივამ იხილოს დასაწყისი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. დღეს ჩვენ განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციით, გეოპოლიტიკური სიტუაციით, განვიხილეთ სიტუაცია კავკასიის რეგიონში, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ“, - აღნიშნა მან.