„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ენერგო დამოუკიდებლობასთან ერთად, საქართველოსთვის ასევე მთავარი ამოცანაა, იქცეს ენერგეტიკის ექსპორტიორ ქვეყნად.
„სამწუხაროდ, ხშირად, ამ ქვეყანაში ენერგოპროექტების წინააღმდეგ, ისევე როგორც მთლიანობაში, საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ, მათ შორის „იგლ ჰილსის“ მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, გამოდიან სწორედ ერთი და იგივე ჯგუფები, რომლებიც ფაქტობრივად, სრულად ფინანსდებიან ერთი წყაროსგან. მათ თურმე, შეუძლიათ, თანაბარი წარმატებით ისაუბრონ ენერგეტიკის პროექტებზე, სხვა საინვესტიციო პროექტებზე, მაგალითად დეველოპმენტის სფეროშიც, ადამიანის უფლებების ნაწილშიც, სიტყვის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოს დასუსტება.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ერთი მხრივ, სწორედ ენერგო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და მეორე მხრივ, ენერგო დამოუკიდებლობის პარალელურად საქართველოსთვის ასევე მთავარი ამოცანაა, იქცეს ენერგეტიკის ექსპორტიორ ქვეყნად“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.













