საქართველოს ბანკმა, ხანის აკადემიასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებზე ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალი კამპანია „გამოცდები 2025“ შექმნა.

ინიციატივის ფარგლებში კი აბიტურიენტებს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა მოკლე აუდიო-ლექციებზე, რომლებიც საგამოცდო საგნების გადამეორებაში დაეხმარება.

გაკვეთილებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული.

ახლახან სალექციო კურსს მათემატიკის გაკვეთილებიც დაემატა.

გამოცდების თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა საგნობრივი კურსებიც.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!