მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
ევერესტის მათემატიკის "სამტურიანი ოლიმპიადის" II ტური დასრულდა, რომელშიც II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. „სამტურიან ოლიმპიადაზე“ ფინალისტები რეიტინგული სისტემით ვლინდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კლასიდან ფინალში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ახალგაზრდები გადავლენ.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ევერესტის დამფუძნებელი, დაჩი ნანობაშვილი გვესაუბრება.
თქვენი გადმოსახედიდან, რა არის „ევერესტის“ მთავარი მიზანი?
ოლიმპიადა „ევერესტის“ მიზანია აღმოვაჩინოთ და წავახალისოთ ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები. ხელი შევუწყოთ მათ ცოდნის გაღრმავებაში და თვითშეფასების ამაღლებაში.
არსებობს მოსაზრება, რომ ოლიმპიადებში მონაწილეობამ შესაძლოა ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი გამოიწვიოს. რა რჩევა შეიძლება მივცეთ მშობლებს, რომ ეს გამოცდილება შვილის განვითარების, სწავლის მოტივაციისა და წარმატების შესაძლებლობად აქციონ?
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ არა შედეგზე, არამედ თავად პროცესზე. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მთავარი არის ცდა, აზროვნება და გამოცდილება, და არა მხოლოდ გამარჯვება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ბავშვი ზედმეტად არ გადავტვირთოთ. უშუალოდ ოლიმპიადის წინა დღეებში საათობით მეცადინეობას სჯობს, ბავშვმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყოს ყოველდღიური, თუნდაც 15-20 წუთიანი მზადება, რაშიც მას ოლიმპიადა „ევერესტის“ ამოცანათა კრებულები დაეხმარება.
რას ნიშნავს "ევერესტისთვის" საქართველოს ბანკთან პარტნიორობა და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით?
საქართველოს ბანკი „ევერესტის“ ოლიმპიადის გენერალური სპონსორია და ამასთან, ჩართულია ოლიმპიადის ორგანიზაციულ ნაწილშიც, რაც საშუალებას აძლევს ღონისძიებას როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში ბევრ სკოლას, ქალაქს და დასახლებას მისწვდეს არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, მოსწავლეებს მეტ მოტივაციას უჩენს და ზრდის მათ ჩართულობას.
ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge













