დღეიდან, 1 აპრილიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტს სრულად კრძალავს.

შეზღუდვა აქამდე მხოლოდ არამწარმოებელ ტრეიდერებზე ვრცელდებოდა, თუმცა ახალი რეგულაციით ექსპორტი უშუალოდ ნავთობკომპანიებსაც აეკრძალებათ.

ექსპორტის აკრძალვის შესახებ საკითხი რუსეთში დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის შიგნით საწვავზე ფასების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.