კრწანისის ისტორიულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო კომფორტული ხდება. 2 აპრილს, ჰიპერმარკეტების წამყვანი ქსელი „გუდვილი“ ახალ ფილიალს ხსნის. ფილიალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში - „კრწანისი გრანდეში“განთავსდება და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
ახალი ფილიალის კონცეფცია სრულად პასუხობს თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებს, სადაც პრიორიტეტი ხარისხს და კომფორტს ენიჭება.

ფილიალში წარმოდგენილია:
- თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული და მომხმარებელზე მორგებული სავაჭრო სივრცე;
- საერთაშორისო პარტნიორი ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია;
- ქართველი ფერმერების მიერ მოწოდებული, ლაბორატორიულად შემოწმებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.
„კრწანისი გრანდეს“ კომპლექსი თავისი მასშტაბითა და ინფრასტრუქტურით საუკეთესო ლოკაციაა იმისთვის, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უმაღლესი სტანდარტის მომსახურება სახლთან ახლოს მიიღონ.
„ჩვენი მიზანია, კრწანისის მოსახლეობას შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ხარისხი და ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში „გუდვილის“ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.“













