"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ერთი რაც სასიამოვნო და აკადემიის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული მოხდა, არის ის, რომ ნათია ჯანაშიას მხრიდან აკადემიის ლიკვიდაციის მცდელობის მიუხედავად, რეესტრმა "ბრიტანულ - ქართული აკადემიის" დირექტორის უფლებამოსილება აღადგინა", - ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ანალიტიკოსმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, იმთავითვე გაუგებარი იყო რატომ სურდა ნათია ჯანაშიას “ბრიტანულ – ქართული აკადემიისთვის” სამეწარმეო რეგისტრაციის გაუქმების მიღწევა, ანუ მისი ლიკვიდაცია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდა.
"სამწუხარო ფაქტია, რომ ნათია ჯანაშია ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს რომ მიმდინარე დავაში საკუთარი პოზიცია თუნდაც აკადემიის ფუნქციობის მოშლისა და "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" სრულად განადგურების ხარჯზე გაიმაგროს.
სხვა რა შეიძლება დაერქვას ფაქტს, რომ აქციონერთა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ახალ კანონთან “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და 1 აპრილამდე, ანუ კანონით დადგენილ ვადამდე, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ხელახალი რეგისტრაცია დასრულებულიყო, ნათია ჯანაშიამ ობსტრუქცია მოაწყო. მან და მისმა მეუღლემ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში და ამით საფრთხის ქვეშ დააყენეს აკადემიის ხელახალი რეგისტრაციის პროცესი. ხოლო მას შემდეგ, რაც მაჟორიტარმა აქციონერმა, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“, კანონის სრული დაცვით, მიიღო წესდება, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ნათია ჯანაშია უკვე რეესტრში ჩივის და რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს.
დღეის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, აკადემიის მენეჯმენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სრულად აღდგენილი აქვს. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ აკადემიის მოწაფეთა და პედაგოგთა საუკეთესო ინტერესებს ეხმიანება", - აღნიშნა ჯინჭარაძემ













